Keyline Groupუძრავი ქონების აგენტი / ბროკერი
გამოქვეყნდა 16 სექბოლო ვადა: 15 ოქტ · იწურება
- ანაზღაურება
- ≈ 1 500–8 000+ ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე 10:00 – 17:00 (დასვენება კვირა დღე და კიდევ ერთი დასვენების დღე შერჩევით კვირის განმავლობაში)
სრული აღწერა
უძრავი ქონების სააგენტო "Keyline Group" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის / ბროკერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00 – 17:00 (დასვენება კვირა დღე და კიდევ ერთი დასვენების დღე შერჩევით კვირის განმავლობაში)
ანაზღაურება სრულად გამომუშავებით: 1,500 – 8,000+ ₾ (მზარდი საბროკერო პროცენტი)მისამართი: აკაკი წერეთლის 87ბ.
გახდით ჩვენი მზარდი და მეგობრული გუნდის წევრი. ჩვენთან სრულად შეისწავლით პროფესიას და დაგეხმარებით მაღალი შედეგების სწრაფად მიღწევაში.
ძირითადი მოვალეობები:
- უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგი და ახალი ობიექტების მოძიება;
- განცხადებების განთავსება და მართვა წამყვან უძრავი ქონების პორტალებზე;
- პოტენციურ მყიდველებთან, დამქირავებლებთან და მესაკუთრეებთან კომუნიკაცია;
- შეხვედრების, ობიექტების ჩვენებებისა და მოლაპარაკებების წარმართვა;
- გარიგებების წარმატებით დასრულებამდე პროცესის თანხლება და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად (გამოცდილების არქონის შემთხვევაში, საქმეს შეგასწავლით ადგილზე);
- გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ან რუსული სასაუბრო დონეზე) ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და ინტერნეტის საბაზისო ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- მიზანდასახულობა და მაღალი შედეგების მიღწევის მოტივაცია;
- მოლაპარაკებებისა და დარწმუნების უნარი;
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობისა და ჯანსაღი სამუშაო ეთიკის პატივისცემა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კომპეტენტურ ანაზღაურებას: გამომუშავებული თანხა დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე (მზარდი საკომისიო სისტემა + დამატებითი ბონუსები);
- საფუძვლიან მომზადებას: გაყიდვების ტექნიკების, მოლაპარაკებებისა და უძრავი ქონების სპეციფიკის პრაქტიკულ სწავლებას უშუალოდ გამოცდილი მენტორისგან;
- სამუშაო ინსტრუმენტებს: კორპორაციულ ნომერს ულიმიტო პაკეტით, სარეკლამო ბიუჯეტს წამყვან პორტალებზე და სამუშაო ტექნიკას;
- პიროვნულ და კარიერულ ზრდას: პატარა და სწრაფად მზარდი გუნდის უპირატესობა — თქვენი წარმატება მაშინვე შეინიშნება და გაქვთ სწრაფი დაწინაურების შანსი;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს: მხარდამჭერ გუნდს, სადაც თითოეული წევრის აზრი და ინიციატივა მნიშვნელოვანია.
- დასვენება: 2 დღე კვირაში კვირაში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: keylinegroup.vacancy@gmail.com
წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: „უძრავი ქონების აგენტი“.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 550 50 56 84 (Whatsapp).
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული,ინგლისური,რუსული
- ენები
- ქართული, ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
