უძრავი ქონების აგენტი
გამოქვეყნდა 17 ნოებოლო ვადა: 17 დეკ
- მისამართი
- რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩა, თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 11:00 - 18:00 · 11:00 – 18:00 სთ
სრული აღწერა
უძრავი ქონების კომპანია „ქეი გრუპი“ ეძებს მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 11:00 – 18:00 სთ.
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + მაღალი საბონუსე სისტემა (პროცენტი გაყიდვებიდან/გაქირავებიდან).
- მოსალოდნელი ყოველთვიური შემოსავალი: 2,500 ლარიდან და ზემოთ.
- ლოკაცია: თბილისი, ისანი.
ძირითადი მოვალეობები:
- უძრავი ქონების ბაზის მოძიება და მუდმივი განახლება.
- პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, კონსულტაციის გაწევა და ობიექტების ჩვენება.
- მოლაპარაკებების წარმოება და გარიგების პროცესის მართვა.
- კლიენტებთან გრძელვადიანი და პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
- ბაზრის ტენდენციებისა და უძრავი ქონების ფასების მუდმივი შესწავლა.
- კომპანიის CRM სისტემაში ინფორმაციის დროული და ორგანიზებული განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- მიზანსწრაფვა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმართვისა და დარწმუნების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- ინიციატივიანობა, აქტიურობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის საბაზისო ცოდნა;
- უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა განიხილებიან დამწყები კანდიდატებიც.
უცხო ენები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
მართვის მოწმობა: სასურველია (არ არის აუცილებელი).
დაკავშირება:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

