უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვის უზრუნველყოფისა და აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 560 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვის უზრუნველყოფისა და აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივი
კატეგორია:
საარქივო საქმე
განცხადების ბოლო ვადა:
31.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2560 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- ფონდების მიღების ორგანიზება;
- ფონდების რევიზიის და მიღების აქტების მონაცემების შეჯერება;
- ახალ ფონდებზე შიფრის გადამოწმება;
- მიღებული ფონდების გაფორმება;
- საცავებიდან თანამშრომლებზე, სამკითხველო დარბაზში და დროებით სარგებლობაში საქმეთა გაცემა-დაბრუნებაზე კონტროლი;
- მკვლევარების და თანამშრომლების ანაწერებით უზრუნველყოფა;
- დიგიტალიზაციისთვის საქმეების მომზადება-გადაცემა; გასული და დაბრუნებული საქმეების აღრიცხვა;
- საცავების და სტელაჟების ტოპოგრაფიულ მაჩვენებლების მოწესრიგება, დაზუსტება, საჭიროებისამებრ ცვლილებების შეტანა;
- დაზიანებული საქმეების და აღწერების სარესტავრაციოდ გადაცემა ლაბორატორიაში, მათი აღდგენის მიზნით;
- ექსპერტიზის შემდეგ აქტების მიხედვით ფონდებიდან მაკულატურის ამოღება;
- არქივის სააღრიცხვო დოკუმენტებში ცვლილებების შეტანა;
- სანიტარული დღეების ჩატარების ორგანიზება და კონტროლი;
- კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დავალებით სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №246 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №1
საკონტაქტო ტელეფონები:
0322290505 (131)
დამატებითი მოთხოვნები:
- დოკუმენტებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვა.
დამატებითი ინფორმაცია:
გთხოვთ, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე.
აუცილებელია, კანდიდატმა რეკომენდატორების გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
კანდიდატის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და მასზე დართულ დოკუმენტში მითითებული პერსონალური მონაცემები სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გამოყენებულ იქნება კონკურსის მიზნებისთვის, საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმირებისათვის.
თუ თანახმა ხართ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შემდგომი შესაძლო დასაქმების მიზნით დამუშავდეს იუსტიციის სამინისტროს (მათ შორის, მასში შემავალი სსიპების) მასშტაბით, გთხოვთ, განაცხადის გადმოგზავნისას დამატებითი ინფორმაციის გრაფაში მიუთითოთ შემდეგი ტექსტი:
„თანახმა ვარ ჩემს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები შემდგომი დასაქმების მიზნით დამუშავდეს იუსტიციის სამინისტროს მასშტაბით''.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქულათა სისტემის საფუძველზე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
