ტყითსარგებლობის დეპარტამენტის მერქნული რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 3 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ტყითსარგებლობის დეპარტამენტის მერქნული რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო შეიქმნა 2013 წლის 14 მაისს. სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვას.
მისი ფუნქციებია: ტყის მოვლა, აღდგენა, ტყის ფონდის მონიტორინგი, აღრიცხვა და დაგეგმვა; ტყითსარგებლობის რეგულირება; ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; დადგენილი წესით, ხე-ტყის დამზადება; დადგენილი წესით ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემა; კანონით განსაზღვრული სხვა უფლებომოვალეობების განხორციელება.
კატეგორია:
ტყის მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
07.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- სამმართველოს საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და წარმართვა;
- დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საქმიანობის მართვა, კოორდინაცია, კონტროლი და ანგარიშგება;
- მერქნული რესურსით სარგებლობის (გარდა აუქციონის წესით გაცემისა) ორგანიზება;
- სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ჭრების, მათ შორის სპეციალური ჭრების დაგეგმვა;
- სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;
- ხე-ტყის დამზადების პროცესის ზედამხედველობა, ამ მიზნით პერიოდულად კამერალური და საველე შესწავლების უზრუნველყოფა;
- ხე-ტყის დამზადების პროცესის რისკ-ფაქტორების გამოვლენა, ანალიზი და შეფასება და ტექნიკური დავალების მომზადება;
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა;
- უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს უფროსის ბრძანების პროექტის მომზადების ორგანიზება;
- კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
- ხელმძღვანელთა სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
3 წელი
პროფესია:
სატყეო განათლება
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსი”;
- საქართველოს კანონი ,,საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ;
- საქართველოს კანონი ,,გარემოს დაცვის შესახებ”;
- საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის N368 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ;
- საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის N383 დადგენილება „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისი N221 დადგენილება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 51-ე, 512, 515, 53-ე, 532, 63-ე, 64-ე და 65-ე მუხლებით, 66-ე მუხლით (გარდა 66-ე მუხლით გათვალისწინებული სალიცენზიო საქმიანობებისა), 661, 67-ე მუხლებით, 68-ე მუხლის პირველი ნაწილით, 71-ე, 721, 73-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე, 84-ე, 841 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5-მე-8, მე-12-მე-15 ნაწილებით, 1282 და 1286 მუხლები;
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის N2-796 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ვლადიმერ წითლანაძის I შესახვევი N1
საკონტაქტო ტელეფონები:
599033073
საკონტაქტო პირი:
მაკა ამაშუკელი
დამატებითი მოთხოვნები:
- სატყეო სფეროში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება;
- სამართლებრივ დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება;
- ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობის სპეციფიკის ცოდნა;
- სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების პრაქტიკული განხორციელების პროცესის ცოდნა.
- ხელმძღვანელობის უნარი/გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
ა) სატყეო სფეროში სამწლიანი სამუშაო გამოცდილების სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (ბრძანება ან ხელშეკრულება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი.
- საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს;
- შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება წარმოდგენილი საკონტაქტო მონაცემების საშუალებით;
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, სააგენტოს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს კომისია კენჭისყრის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
