ტვირთების დამუშავების სპეციალისტი
სრული აღწერა
„KiwiPost", როგორც ერთ-ერთი ლიდერი გადამზიდი საქართველოს ბაზარზე, ახორციელებს საერთაშორისო ამანათების გადაზიდვას მსოფლის 7 ქვეყნიდან და სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფ, უსაფრთხო და ეფექტურ ლოჯისტიკურ სერვისებს. ჩვენი გამოცდილება, სანდო პარტნიორული ქსელი, და პროფესიონალი გუნდი გვაძლევს შესაძლებლობას, წარმატებით ვიოპერიროთ როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ბაზარზე. ასევე, ვემსახურებით საერთაშორისო ელ. კომერციის მსხვილ პლატფორმებს და ვახორციელებთ საბაჟო და Last mile მომსახურებებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, სისწრაფე და მომხმარებლის გამოცდილება — ამიტომ ვქმნით განვითარებაზე ორიენტირებულ, დინამიკურ სამუშაო გარემოს და ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ ჩვენი გუნდის ნაწილი. ეწვიეთ ჩვენს LinkedIn-ის ან Facebook-ის გვერდს, რომ გაიგოთ მეტი ჩვენი საქმიანობის შესახებ.
კომპანია KiwiPost აცხადებს ვაკანსიას ტვირთების დამუშავების სპეციალისტი.
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო გზავნილების მიღება, აღრიცხვა და დამუშავება;
- შემოსული და გასაგზავნი ტვირთების დახარისხება და შესაბამისი მიმართულებით გადანაწილება;
- ტვირთების მონაცემების კომპანიის შიდა სისტემაში ასახვა;
- საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
- დადგენილი სამუშაო პროცედურებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად საერთაშორისო კომპანიაში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და ბონუსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას;
- საჭიროების დროს ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
ლოკაცია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"კივიპოსტი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ტვირთების დამუშავების სპეციალისტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

