თვალამრიდების გაყიდვების მენეჯერი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
სრული აღწერა
შპს "არ სი ქონსთრაქშენ"-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საგზაო უსაფრთხოება, სამშენებლო საქმიანობა, პროექტირება და სამშენებლო მექანიზაციით მომსახურება. კომპანიას შესრულებული აქვს 200-მდე პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით.
შპს "არ სი ქონსთრაქშენ" ეძებს თვალამრიდების გაყიდვების მენეჯერს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით, რომელიც მზად არის გამოცდილ გუნდთან ერთად შეასრულოს სხვადასხვა სამშენებლო პროექტები. თუ გაქვთ ამბიცია, ჩაერთოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.
პოზიციის დასახელება: თვალამრიდების გაყიდვების მენეჯერი
ვაკანტური ადგილი: 1 (თბილისი)
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოძიება და არსებული კლიენტების ბაზის მართვა.
- თვალამრიდების გაყიდვასთან დაკავშირებული კომერციული შეთავაზებების მომზადება;
- კლიენტების საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
- გაყიდვების პროცესის სრულად მართვა — პირველადი კომუნიკაციიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
- ფასების, ფასდაკლებებისა და მიწოდების პირობების შეთანხმება კლიენტებთან;
- კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება;
- შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესრულების კონტროლი;
- წარმოების, საწყობის, ლოგისტიკისა და ფინანსური დეპარტამენტების კოორდინაცია შეკვეთების დროულად შესრულებისთვის;
- პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების, ზომების, ტიპებისა და გამოყენების სფეროების ცოდნა;
- სატენდერო დოკუმენტაციისა და კომერციული წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა;
- სახელმწიფო და კერძო კომპანიებთან კომუნიკაცია და გაყიდვების შესაძლებლობების მოძიება;
- ბაზრის, კონკურენტებისა და ფასების მონიტორინგი;
- გაყიდვების გეგმის შედგენა და დასახული გაყიდვების მაჩვენებლების შესრულება;
- გაყიდვების პროგნოზებისა და პერიოდული ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
- კლიენტებისგან მიღებული მოთხოვნების, პრეტენზიებისა და უკუკავშირის მართვა;
- დებიტორული დავალიანებების კონტროლი და ფინანსურ სამსახურთან კოორდინაცია;
- პროდუქციის მიწოდების ვადებისა და პირობების კონტროლი;
- კომპანიის ინტერესების დაცვა კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების პროცესში.
დასაქმებულს ამ თანამდებობაზე მოეთხოვება:
- საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება;
- უნარ-ჩვევები: დავალების ზედმიწევნით შესრულების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook);
- მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილი (სასურველია).
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@rc.ge, ხოლო სათაურის ველში — "Subject" — მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა. დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმეს/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
