თურქულენოვანი საერთაშორისო ლოჯისტიკის გაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 23 სექბოლო ვადა: 23 ოქტ
- მისამართი
- თბილისი, გაბრიელ სალოსის 132 ნომერი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:30-17:30
- ბენეფიტები
- სტაბილურ სამუშაო გარემოს · მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
- მთავარი მოთხოვნა
- ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა B2 დონეზე. (ინგლისური, რუსული, თურქული)
სრული აღწერა
კომპანია "პრემიუმ ლოჯისტიქს ინთერნეიშენალ" აცხადებს ვაკანსიას თურქულენოვანი საერთაშორისო ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი და პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, გაბრიელ სალოსის 132 ნომერი.
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30
- ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, მომხმარებელთა ბაზის შექმნა;
- გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
- შეკვეთების მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი, სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;
- დასახული გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი;
- დებიტორული დავალიანებების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა B2 დონეზე. (ინგლისური, რუსული, თურქული);
- სასურველია, გამოცდილება ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- სტრესული სიტუაციების მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე office@premiumlogistics.ge და გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება
გისურვებთ წარმატებას
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
