თურქულენოვანი საერთაშორისო ლოგისტიკის მენეჯერი
გამოქვეყნდა 23 სექბოლო ვადა: 23 ოქტ
- მისამართი
- თბილისი, გაბრიელ სალოსის 132 ნომერი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:30-17:30
- ბენეფიტები
- სტაბილურ სამუშაო გარემოს · მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
სრული აღწერა
კომპანია "პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ" აცხადებს ვაკანსიას თურქულენოვანი საერთაშორისო ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი და პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, გაბრიელ სალოსის 132 ნომერი
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30
- ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილების მიხედვით + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- ტრანსპორტირების და საბაჟო პროცესების სრული ოპერაციული მართვა და კონტროლი;
- სატრანსპორტო, საბაჟო და თანმხლები დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი;
- პრობლემური შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტა;
- პარტნიორების ბაზის მუდმივი განახლება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საერთაშორისო გადაზიდვების მენეჯერის პოზიციაზე სასურველია 2-წლიანი გამოცდილება;
- თურქული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა აუცილებელია.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
- პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე office@premiumlogistics.ge და გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - თურქულ ენოვანი საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტიკის მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
