ტურისტული პროდუქტის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 880 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ტურისტული პროდუქტის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
კატეგორია:
ტურიზმი
განცხადების ბოლო ვადა:
01.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტისა და შეთავაზების ფორმირების მიზნით, ქვეყნის ტურისტული რესურსისა და პოტენციალის კვლევაში მონაწილება;
- ახალი ტურისტული პროდუქტის განვითარებისა და არსებულის დივერსიფიკაციის მიზნით პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- პროდუქტის განვითარების გეგმის ჩამოყალიბების მიზნით საჭირო კვლევების ჩასატარებლად ტექნიკური დავალების მომზადებაში მონაწილეობა;
- ტურისტული პროდუქტებისა და შეთავაზებების განვითარებისა და დივერსიფიკაციის მიზნით, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილება;
- ტურისტული პროდუქტისა და შეთავაზების პოპულარიზაციის პროცესში ჩართულობა;
- ტურისტული პროდუქტისა და შეთავაზების განვითარების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის ხელშემწყობ საქმიანობაში მონაწილეობა.
- ტურისტული პროდუქტისა და შეთავაზებების თანმდევი მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმვა-განხორციელების პროცესში ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
ტურიზმის მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური მეცნიერებები, გეოგრაფია.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
სანაპიროს ქ. N4
საკონტაქტო ტელეფონები:
243 69 99 (1881)
საკონტაქტო პირი:
თამარ კილოსანიძე
დამატებითი მოთხოვნები:
- ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- გაწონასწორებულობა;
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- სხვადასხვა ტიპის წერილობითი დოკუმენტების შექმნის უნარი;
- რთულ და სტრესულ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი;
- პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის უნარი;
- დროის სწორად დაგეგმვისა და ეფექტურად განაწილების უნარი.
სასურველია დამატებითი უცხო ენის ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადება უნდა წარდგენილ იქნას მხოლოდ ელექტრონული ფორმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით.
ამავე ვებგვერდზე (vacancy.hr.gov.ge) კანდიდატმა შესაბამის ველში აუცილებლად უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ბ) სამოტივაციო წერილი;
გ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
1)განაცხადების შეფასება/გადარჩევა;
2)კანდიდატის შეფასება:
ა) გასაუბრება (გასაუბრების ძირითადი ენაა ქართული, უცხო ენის ცოდნის დასადგენად შესაძლებელია დაისვას კითხვები უცხო ენაზე ან ჩატარდეს ტესტირება);
- კონკურსის შედეგების გამოცხადება.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება განსაზღვრულ მოთხოვნებს, ვერ გადავა მომდევნო ეტაპზე.
მეორე ეტაპზე დაიშვება მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც კომისიის მიერ, აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე, შესაბამისად იქნება მიჩნეული დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში; მეორე ეტაპის ჩატარების ზუსტი ადგილის, დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით (აპლიკანტის მიერ მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებული მოწმობა.
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შერჩეულ კანდიდატს თანამდებობაზე დანიშვნამდე ადმინისტრაციის მიერ მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების ჩამონათვალი:
ა) განცხადება დასაქმების შესახებ;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქართველოში აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჭიროების შემთხვევაში);
გ) 2 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ე) პირადობის მოწმობის ასლი.
ვ) ავტობიოგრაფია - Curriculum Vitae (CV) ფოტოსურათით;
ზ) ცნობა ფიზიკური პირის ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ;
თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
