ტურისტული ადგილებისა და კურორტების განვითარების დეპარტამენტის ტურისტული ადგილებისა და კურორტების კვლევისა და ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 880 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ტურისტული ადგილებისა და კურორტების განვითარების დეპარტამენტის ტურისტული ადგილებისა და კურორტების კვლევისა და ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
კატეგორია:
ტურიზმი
განცხადების ბოლო ვადა:
25.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- ქვეყნის მასშტაბით ტურისტულად მიმზიდველი ადგილების (მათ შორის საკურორტო, კულტურული, ისტორიული, რეკრეაციული ან/და სხვა) იდენტიფიცირების და შესაბამისი საინფორმაციო ბაზის წარმოება/განახლების პროცესში მონაწილეობა;
- იდენტიფიცირებული ადგილების არსებული მდგომარეობის მოკვლევა და შეფასების პროცესში მონაწილეობა;
- ტურისტული ადგილების და კურორტების (მათ შორის საკურორტო ადგილების) განვითარების მიზნით საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების შესწავლა და ანალიზი;
- ტურისტული ადგილებისა და კურორტების (მათ შორის საკურორტო ადგილების) განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების პროცესში მონაწილეობა.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
სანაპიროს ქ. N4
საკონტაქტო ტელეფონები:
243 69 99 (1881)
საკონტაქტო პირი:
თამარ კილოსანიძე
დამატებითი მოთხოვნები:
- ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- გაწონასწორებულობა;
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- სხვადასხვა ტიპის წერილობითი დოკუმენტების შექმნის უნარი;
- რთულ და სტრესულ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი;
- პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის უნარი;
- დროის სწორად დაგეგმვისა და ეფექტურად განაწილების უნარი.
სასურველია დამატებითი უცხო ენის ცოდნა
პროფესია: ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა, ტურიზმის მენეჯმენტი, ტურიზმთან დაკავშირებული მიმართულებები
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საქართველოს მთავრობის ადმინიტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით (vacancy.hr.gov.ge).
საქართველოს მთავრობის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (vacancy.hr.gov.ge) შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ბ) სამოტივაციო წერილი;
გ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
- განაცხადების შეფასება/გადარჩევა;
- კანდიდატის შეფასება:
ა) გასაუბრება (გასაუბრების ძირითადი ენაა ქართული, უცხო ენის ცოდნის დასადგენად შესაძლებელია დაისვას კითხვები უცხო ენაზე ან ჩატარდეს ტესტირება);
- კონკურსის შედეგების გამოცხადება.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება განსაზღვრულ მოთხოვნებს, ვერ გადავა მომდევნო ეტაპზე.
მეორე ეტაპზე დაიშვება მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც კომისიის მიერ, აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე, შესაბამისად იქნება მიჩნეული დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში; მეორე ეტაპის ჩატარების ზუსტი ადგილის, დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით (აპლიკანტის მიერ მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებული მოწმობა.
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შერჩეულ კანდიდატს თანამდებობაზე დანიშვნამდე ადმინისტრაციის მიერ მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების ჩამონათვალი:
ა) განცხადებას დასაქმების შესახებ;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქართველოში აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჭიროების შემთხვევაში);
გ) 2 ფერად ფოტოსურათს, ზომით 3X4, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს;
ე) პირადობის მოწმობის ასლს.
ვ) ავტობიოგრაფია - Curriculum Vitae (CV) ფოტოსურათით;
ზ) ცნობა ფიზიკური პირის ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ;
თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
