ტურ-მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 300–2 000+ ₾
- მისამართი
- თბილისი, საბურთალო, ანა კალანდაძე ქ.6
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ-პარასკევი: 10:00 - 19:00 | შაბათი -მონაცვლეობით
- ბენეფიტები
- ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
სრული აღწერა
თუ ტურიზმში მუშაობის გამოცდილება გაქვს და შეგიძლია კლიენტის იდეა კარგად დაგეგმილ მოგზაურობად აქციო, შემოუერთდი Love Travel-ის გუნდს.
ვეძებთ ტურ მენეჯერს, რომელიც კლიენტს მოგზაურობის დაგეგმვის ყველა ეტაპზე გაუწევს კონსულტაციას — პირველი შეკითხვიდან საბოლოო დაჯავშნამდე. თუ მოგწონს სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობა, შეთავაზებების შედარება და კლიენტისთვის მის ბიუჯეტსა და ინტერესებზე მორგებული ტურის აწყობა, ეს პოზიცია შენთვისაა.
შენი ძირითადი მოვალეობები
- კლიენტის საჭიროებების გარკვევა და ინდივიდუალური, საოჯახო თუ ჯგუფური ტურების შეთავაზება
- ავიაბილეთების, სასტუმროების, ტრანსფერების, დაზღვევისა და ექსკურსიების მოძიება და დაჯავშნა
- ტურის ღირებულების გამოთვლა და კლიენტისთვის შეთავაზების მომზადება ფასის, მომსახურებებისა და გაუქმების პირობების მკაფიო მითითებით
- პარტნიორებთან კომუნიკაცია, ჯავშნების დადასტურება და გადახდის ვადების კონტროლი
- სამოგზაურო დოკუმენტების მომზადება და კლიენტისთვის დროულად გაგზავნა
- მიმდინარე მოთხოვნების მართვა და დაინტერესებულ კლიენტებთან კომუნიკაციის გაგრძელება
რას ველით შენგან
- ტურისტულ კომპანიაში ტურ მენეჯერად, ტურ ოპერატორად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას
- დამოუკიდებლად ტურის აწყობის, ფასის გამოთვლისა და დაჯავშნის უნარს
- გამართულ ქართულს და ინგლისურის ცოდნას სამუშაო მიმოწერისთვის
- კლიენტთან პროფესიონალური კომუნიკაციისა და გაყიდვის უნარს
- დეტალებისადმი ყურადღებას და რამდენიმე მიმდინარე ჯავშნის ერთდროულად მართვის უნარს
- ავიაბილეთების დაჯავშნის სისტემებთან და სასტუმროების B2B პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება უპირატესობაა.
რას გთავაზობთ
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და გაყიდვების შედეგებზე მიბმულ ბონუსს
- სამუშაო პროცესებისა და დაჯავშნის პლატფორმების გაცნობას და გუნდის მხარდაჭერას ადაპტაციის პერიოდში
- საერთაშორისო ტურისტულ პარტნიორებთან მუშაობისა და ინდივიდუალური თუ ჯგუფური ტურების შექმნის გამოცდილებას
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას პარტნიორების ტრენინგებითა და ტურისტული ღონისძიებებით
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ანა კალანდაძე ქ.6
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარასკევი: 10:00 - 19:00 | შაბათი -მონაცვლეობით
დაინტერესდი? გამოგვიგზავნე CV მისამართზე: tours@lovetravel.ge. წერილის სათაურში მიუთითე „ტურ მენეჯერი“.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- ინგლისური, რუსული, ქართული
- სტუდენტებისთვის
- დიახ
- ანაზღაურების პირობები
- 1300–2000 ₾ + ბონუსი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

