ცვლის მენეჯერი
გამოქვეყნდა 10 ოქტბოლო ვადა: 31 ოქტ
- ბენეფიტები
- სტაბილურ სამუშაოს მზარდ ქართულ კომპანიაში · კვირაში 5 სამუშაო დღეს, 8-საათიან სამუშაო გრაფიკს · პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
სრული აღწერა
ფილიალის ცვლის მენეჯერი — თბილისი
კვების ობიექტების ქსელი „კომბინატი“ აცხადებს ვაკანსიას ფილიალის ცვლის მენეჯერის პოზიციაზე.
📍 მდებარეობა: თბილისი
🕐 გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 8 საათიანი სამუშაო დღე
💰 ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
ძირითადი მოვალეობები:
- ცვლის განმავლობაში ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
- თანამშრომლებს შორის სამუშაოს სწორად გადანაწილება და სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა მომსახურებაში, გაყიდვებში, სალაროსა და პროდუქციის/სასმელების მომზადების პროცესში უშუალო ჩართვა;
- ობიექტის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
- ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების კონტროლი;
- პროდუქციისა და მარაგების ნაშთების კონტროლი და აღწერების ორგანიზება;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
- ცვლის განმავლობაში წარმოქმნილი საოპერაციო საკითხების დროული გადაწყვეტა;
- ცვლის ბოლოს სამუშაო პროცესის შეჯამება და შემდეგი ცვლისთვის ობიექტის სწორად გადაბარება.
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- გუნდთან მუშაობისა და პროცესების კოორდინაციის უნარი;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- პუნქტუალურობა და დისციპლინა;
- კვების ობიექტში, საცალო ვაჭრობაში ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაოს მზარდ ქართულ კომპანიაში;
- კვირაში 5 სამუშაო დღეს, 8-საათიან სამუშაო გრაფიკს;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- უფასო კვებას.
📩 დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადის ფორმა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"კომბინატი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ცვლის მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

