ბრიტანულ-ქართული აკადემიაცურვის მხარდამჭერი მასწავლებელი
- ბენეფიტები
- კვება · ტრანსპორტირება · დაზღვევა
სრული აღწერა
ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA) მეტია, ვიდრე უბრალოდ სასწავლო სივრცე. ჩვენთან ინოვაციური, საერთაშორისო გარემოა, რომელიც ბრიტანული განათლების მაღალ სტანდარტებსა და თანამედროვე ღირებულებებზე დგას. ნდობა, მუდმივი განვითარება და თანაბარი შესაძლებლობები - ჩვენი სამუშაო გარემოს ნაწილი, ხოლო თანამშრომელი კი ჩვენი წარმატების მთავარი ქვაკუთხედია. BGA-ში მუშაობა მუდმივ განვითარებას, საინტერესო თავგადასავალსა და მრავალფეროვან გამოცდილებას ნიშნავს.
BGA-ში ახალ თანამშრომელს ველოდებით ცურვის მხარდამჭერი მასწავლებლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- ცურვის მასწავლებლის დახმარება გაკვეთილების მიმდინარეობისას;
- ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება აუზის ტერიტორიაზე;
- ბავშვების დახმარება გაკვეთილამდე და გაკვეთილის შემდეგ გამოცვლაში;
- მცირე ასაკის ბავშვების დახმარება ტანსაცმლის მოწესრიგებასა და გაკვეთილისთვის მომზადებაში;
- ბავშვების პირადი ნივთების ორგანიზებასა და უსაფრთხოდ შენახვაში დახმარება;
- ბავშვების დახმარება გასახდელიდან აუზამდე და პირიქით გადაადგილებისას;
- ბავშვების მეთვალყურეობა და მათი კომფორტის უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში საცურაო ინვენტარის მომზადებასა და მოწესრიგებაში დახმარება;
- სკოლის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ბავშვთა დაცვის წესების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლიანობა, მოთმინება და ყურადღებიანობა;
- ბავშვებთან კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის კარგი უნარები;
- ბავშვების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობა;
- სკოლაში, ბაღში, სპორტულ კლუბში ან საცურაო გარემოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ბენეფიტები:
- კვება
- ტრანსპორტირება
- დაზღვევა
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ბრიტანულ-ქართული აკადემია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ცურვის მხარდამჭერი მასწავლებელი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
