ცხოველთა პოპულაციების მართვის განყოფილება - ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამა - ვეტერინარი
- ანაზღაურება
- 3 300 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ცხოველთა პოპულაციების მართვის განყოფილება - ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამა - ვეტერინარი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
კატეგორია:
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა:
20.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3300 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- ცხოველის მიღების პროცესის ხელმძღვანელობა (რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია, გარეგანი დათვალიერება, საკარანტინო ვოლიერში
მოთავსება, ანალიზების დროული აღება, სტატუსის მინიჭება)
- ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის, ასევე სხვა სახის ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, დაზიანებული ცხოველებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა;
- ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე ცხოველებისთვის შესაბამისი ვეტერინარული მანიპულაციების დანიშვნა-ჩატარება, დამხმარე პერსონალის მიერ
ვეტდანიშნულების ზუსტი და დროული შესრულების უზრუნველყოფა;
- კინოლოგების, ლაბორანტების, ფერშლების, სანიტრების საქმიანობის ხელმძღვანელობა;
- თავშესაფრის ტერიტორიაზე, ვოლიერებში და სპეცტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოების დროულად და ხარისხიანად ჩატარების კონტროლი;
- ცხოველების ვაქცინაციის უზრუნველყოფა-კონტროლი;
- ვოლიერებში ცხოველების მდგომარეობის და სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი, ამ მიზნით თავშესაფრის სისტემატური შემოვლის ჩატარება;
- აუცილებელი სტანდარტული დოკუმენტაციის წარმოების უზრუნველყოფა;
- ცხოველთა რაოდენობის და სტატუსის შესაბამისად მათი განთავსების პირობების კონტროლი;
- მოქალაქეთა/ვიზიტორთა მიღება და დაინტერესებულ პირთათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- ტერიტორიაზე უცხო პირთა ყოფნისას, ამ უკანასკნელთა მხრიდან თავშესაფრის შინაგანაწესისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
- ფუნქციურ საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის (საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები), სააგენტოს დირექტორის მიერ
გამოცემული წესების, ინსტრუქციებისა და მეთოდური სახელმძღვანელოების სრულყოფილი ცოდნა და მათი მოთხოვნების განუხრელი დაცვა;
- ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
ვეტერინარი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“
- საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
ნორმატიული და ინდივიდუალური აქტები:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7-28 დადგენილება “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ”;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-141 დადგენილება “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის შესახებ“;
- „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილება;
- „ტექნიკური რეგლამენტის - „ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) წარმოების, შენახვის, გადაზიდვის, ექსპორტის, რეექსპორტისა და იმპორტის აღრიცხვისა და გაცემის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №436 დადგენილება;
- „ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის №2-107 ბრძანება;
- საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი. დავით გურამიშვილის ჩიხი N5.
საკონტაქტო ტელეფონები:
577545498;
დამატებითი მოთხოვნები:
- 2 წლიანი გამოცდილება ვეტერინარული მიმართულებით;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი ორგანიზაციული კულტურა;
- კონფლიქტების მართვის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- დისციპლინა და საიმედოობა.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფორმით ვებგვერდის www.vacancy,hr.gov.ge მეშვეობით.
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვება მხოლოდ ის კანდიდატი, რომელმაც დააკმაყოფილა კონკრეტული თანამდებობისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო
მოთხოვნები.
- კონკურსის თითოეული ეტაპის თარიღის, დროის და ადგილის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან/და ელექტრონული
ფოსტის საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
