ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის, ცხოველთა თავშესაფრის განყოფილების სპეციალისტი - ფელინოლოგი.
- ანაზღაურება
- 2 400 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის, ცხოველთა თავშესაფრის განყოფილების სპეციალისტი - ფელინოლოგი.
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
კატეგორია:
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა:
17.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- ვოლიერებში განთავსებული კატების რაოდენიბის კონტროლი და დარეგისტრირებულ რაოდენობასთან მათი შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
- თავშესაფარში შემოყვანილი ცხოველის ფსიქიკური მდგომარეობის (აგრესიული ფონი, ქცევის თავისებურებები და სხვა) კვლევა-დადგენა და შესაბამისი
ინფორმაციის მიწოდება ექიმ-ვეტერინარისთვის/ექიმ-კოორდინატორისთვის;
- ვოლიერებში არსებული ინვენტარის გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
- სტატუს მინიჭებული კატების განთავსება შესაბამის ვოლიერებში;
- საჭიროების შემთხვევაში კატების ვოლიერების დალაგების პროცესში სანიტარული დამლაგებლისთვის დახმარების გაწევა.
- კატების საკვების დროული და ნორმებით გათვალისწინებული რაციონით მიწოდება, ჯამების დასუფთავება და დროული დეზინფექცია;
- ცხოველებისათვის ფოტო-ვიდეო გადაღების პროცესში დახმარების გაწევა.
- ცხოველებისათვის ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარებაში ფერშალის ან მედდის დახმარება;
- ტერიტორიაზე უცხო პირთა ყოფნისას, ამ უკანასკნელთა მხრიდან თავშესაფრის შინაგანაწესისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
- ვეტერინართან ერთად ცხოველთა თავშესაფარში შემოყვანილი ცხოველების მიღება;
- მორიგე ექიმის ან ექიმ-კოორდინატორის ცალკეული მითითებების და დავალებების შესრულება;
- ფუნქციურ საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის (საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები), სააგენტოს დირექტორის მიერ
გამოცემული წესების, ინსტრუქციებისა და მეთოდური სახელმძღვანელოების სრულყოფილი ცოდნა და მათი მოთხოვნების განუხრელი დაცვა;
- ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
სრული ზოგადი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 თებერვლის N9-11 დადგენილება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დამტკიცების შესახებ.
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-141 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ“;
- „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი. დავით გურამიშვილის ჩიხი 5.
საკონტაქტო ტელეფონები:
577545498; 577031513;
საკონტაქტო პირი:
ნინო წმინდაშვილი; ცირა ყავრელაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- სასურველია ცხოველების მოვლა-პატრონობის გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი ორგანიზაციული კულტურა;
- კონფლიქტების მართვის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- დისციპლინა და საიმედოობა.
- სასურველია ფოტოსურათის ატვირთვა.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფორმით ვებგვერდის vacancy.hr.gov.ge მეშვეობით.
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვება მხოლოდ ის კანდიდატი, რომელმაც დააკმაყოფილა კონკრეტული თანამდებობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
- კონკურსის თითოეული ეტაპის თარიღის, დროის და ადგილის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან/და ელექტრონული
ფოსტის საშუალებით.
- კანდიდატი ვალდებულია თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
