ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 5 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
კატეგორია:
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა:
16.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- განყოფილების საქმიანობის ცალკეული მიმართულებების ხელმძღვანელობა.
- კონტროლის განხორციელება განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულების მიმდინარეობაზე, მათთვის
შესასრულებლად სავალდებულო დავალებებისა და მითითებების მიცემა.
- განყოფილების საქმიანობის შესახებ ანგარიშის შედგენა.
- საჭიროების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
- განყოფილებაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის ღონისძიებების კონტროლი.
- განყოფილებაში შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინის მდგომარეობის კონტროლი, დისციპლინის დარღვევის აღმოსაფხვრელად მიმართული პრევენციული
ზომების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
5 წელი
საკონკურსო თემატიკა:
საკანონმდებლო აქტები:
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი".
- საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ".
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
ნორმატიული და ინდივიდუალური აქტები:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ".
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7-28 დადგენილება “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ”.
- საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ".
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი. დავით გურამიშვილის ჩიხი N5.
საკონტაქტო ტელეფონები:
577545498;
დამატებითი მოთხოვნები:
- ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
- მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- კონფიდენციალურობა მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი ორგანიზაციული კულტურა;
- კონფლიქტების მართვის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- დისციპლინა და საიმედოობა.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მთავრობის ადმინისტრაციის ვებ.გვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით.
გასაუბრებაზე დაიშვება მხოლოდ ის კანდიდატი, რომელმაც დააკმაყოფილა კონკრეტული თანამდებობისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გადალახა განცხადების გადარჩევის ეტაპი.
გასაუბრების თარიღის, დროის და ადგილის შესახებ განაცხადების გადარჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
