ცხელი ხაზის ოპერატორი / 24 საათიანი
გამოქვეყნდა 28 ოქტბოლო ვადა: 24 ნოე
- მისამართი
- თბილისი. დიდი დიღომი. ი.პეტრიწის 2
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 22:00 – 10:00 (თვეში 20-21 მორიგეობა) [*პრიორიტეტი] - ანაზღაურება: 1500 ₾ · 10:00-10:00 (24 საათიანი მორიგეობა) - ანაზღაურება: 1 მორიგეობა 150 ₾ · 10:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათი-კვირა დასვენება) - ანაზღაურება: 1500 ₾
- ბენეფიტები
- სტაბილურ სამუშაო გარემოს · პროფესიულ და მეგობრულ გუნდს · კონკურენტულ ანაზღაურებას
სრული აღწერა
სამედიცინო კომპანია ჯეო მედი აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის (24 საათიანი) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- შემომავალი ზარების მიღება და პაციენტის საჭიროებების სწორად განსაზღვრა;
- კომპანიის სამედიცინო მომსახურებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
- გამოძახების ჩანიშნვა და ვიზიტის ოპტიმალური დროის შეთანხმება;
- გამოძახების დეტალების შესაბამისი ექიმისთვის ან ეკიპაჟისთვის გადაცემა;
- გამოძახებული ეკიპაჟის გადაადგილების კონტროლი GPS სისტემის საშუალებით;
- გამოძახების პროცესის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში პაციენტთან, ექიმთან ან
- ეკიპაჟთან კომუნიკაცია;
- მომსახურების მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად და დროულად
- დაფიქსირება;
- ინფორმაციის სისტემაში აღრიცხვა;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- გამართული მეტყველება და ეფექტურიკომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
- სტრესულ სიტუაციაში მშვიდად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
- სწრაფი აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიულ და მეგობრულ გუნდს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
ადგილმდებარეობა: თბილისი. დიდი დიღომი. ი.პეტრიწის 2.
სამუშაო გრაფიკი:
- 22:00 – 10:00 (თვეში 20-21 მორიგეობა) [*პრიორიტეტი] - ანაზღაურება: 1500 ₾
- 10:00-10:00 (24 საათიანი მორიგეობა) - ანაზღაურება: 1 მორიგეობა 150 ₾
- 10:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათი-კვირა დასვენება) - ანაზღაურება: 1500 ₾
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.geomedi@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული,ინგლისური,რუსული
- ენები
- ქართული, ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

