წინასწარი გაყიდვების ინჟინერი
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
"Silk Cloud" სთავაზობს ბიზნესებს საქართველოში ღრუბლოვან სერვისებს, მონაცემთა ცენტრის გადაწყვეტილებებს, კიბერუსაფრთხოებას, კავშირგაბმულობას, IT ინფრასტრუქტურასა და მართვად სერვისებს. ბევრი ქართული კომპანია ჯერ კიდევ იწყებს ამ სერვისების დანერგვას და სჭირდება დახმარება, რომ გაიგოს, როგორ გამოიყურება თანამედროვე cloud და უსაფრთხოების გადაწყვეტა და რა ღირებულებას იძლევა.
ვეძებთ პრისეილის ინჟინერს, რომელიც გაყიდვების გუნდში კლიენტებთან მუშაობის ტექნიკური ლიდერი იქნება. პირველი შეხვედრიდან გარიგების დახურვამდე იმუშავებს გაყიდვებთან ერთად და კლიენტის საჭიროებებსა და ბიზნეს-პრობლემებს გადააქცევს ტექნიკურად გამართულ, კონკურენტულ და კლიენტისთვის ნათლად ღირებულ გადაწყვეტად.
მიმართულება: ტექნოლოგიების და ინოვაციის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მონაწილეობა კლიენტებთან შეხვედრებში (მათ შორის IT ლიდერებთან და მენეჯმენტთან) და ტექნიკურ კითხვებზე პასუხისმგებლობა;
- კლიენტის ბიზნეს-გამოწვევებისა და ტექნიკური მოთხოვნების გამოვლენა და დოკუმენტირება;
- კლიენტის არსებული გარემოს შეფასება (ინფრასტრუქტურა, cloud, ქსელი, უსაფრთხოება, backup და disaster recovery) და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- კლიენტების კონსულტირება GPU და AI ინფრასტრუქტურის საკითხებზე, გადაწყვეტილებების დასაზღვრა AI/ML დატვირთვებისთვის;
- შესაძლებლობების კვალიფიცირება და ტექნიკური განხორციელებადობის შეფასება;
- კლიენტისთვის შესაბამისი მიწოდების მოდელის შერჩევა და რეკომენდაციის გაწევა: Silk Cloud-ის მონაცემთა ცენტრი, კერძო, საჯარო ან ჰიბრიდული cloud-გარემო, მართვადი სერვისები ან პარტნიორული გადაწყვეტები;
- გადაწყვეტის არქიტექტურის, მიგრაციის გეგმებისა და იმპლემენტაციის "საგზაო რუკების" შემუშავება;
- ტექნიკური და კომერციული შეთავაზებების მომზადება და კლიენტისთვის TCO/ROI შედარების წარდგენა (არსებული გარემო vs. შემოთავაზებული გადაწყვეტა);
- BOQ/BOM ფასწარმოქმნა ვენდორებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით;
- ტენდერებისა და RFP/RFI/RFQ პასუხების ტექნიკური ნაწილის ხელმძღვანელობა;
- პრეზენტაციების, დემოებისა და ვორქშოფების ჩატარება;
- გადაწყვეტების დადასტურება შიდა სპეციალისტებთან და ტექნოლოგიურ პარტნიორებთან ერთად;
- კონკურენტების პერმანენტული მონიტორინგი, გაყიდვების გუნდის ტრენინგი და პარტნიორებისთვის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება/მიწოდების უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში, ინჟინერიაში ან მონათესავე სფეროში;
- 3-4+ წლის გამოცდილება პრესეილსში, ტექნიკურ გაყიდვებში, ტექნიკურ კონსულტაციაში ან მსგავს როლში;
- ღრმა ტექნიკური ცოდნა ქსელების, cloud-ის, კიბერუსაფრთხოებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით;
- მონაცემთა ცენტრების, ვირტუალიზაციის, backup-ისა და disaster recovery-ის კარგი გაგება;
- გაყიდვების სრული ციკლის ცოდნა, პირველი პრეზენტაციიდან გარიგების დახურვამდე;
- რთული ტექნიკური საკითხების არატექნიკური აუდიტორიისთვის გასაგებად ახსნის უნარი;
- ბაზისური ბიზნეს-ქეისების (TCO/ROI) აგების უნარი;
- პრეზენტაციის, ვორქშოფების წარმართვისა და კარგი კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ტექნიკური დოკუმენტაციისა და შეთავაზებების მომზადების ცოდნა;
- B2B გაყიდვების გამოცდილება;
- ქართული და ინგლისური ენების თავისუფალი ფლობა (ზეპირად და წერილობით).
უპირატესობა იქნება:
- ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვებში;
- ვენდორების შესაბამისი სერტიფიკატები (cloud, კიბერუსაფრთხოება, ქსელები);
- სისტემური ინტეგრატორის, cloud პროვაიდერის, ტელეკომ ოპერატორის ან IT სერვისების კომპანიის გამოცდილება;
- მართვადი სერვისებისა და cloud მიგრაციის პროექტებში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ: HRDepartment@silkcloud.ge მეილზე, წერილის სათაურში პოზიციის დასახელების მითითებით — წინასწარი გაყიდვების ინჟინერი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
