Lion Auction
მარკეტინგიციფრული პლატფორმის მთავარი ადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 21 ოქტბოლო ვადა: 21 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ
სრული აღწერა
კომპანია "ლაიონ აუქციონი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული პლატფორმის მთავარი ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი;
- ანაზღაურება: ფიქსირებული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- Lion Auction-ის ციფრული პლატფორმისა და Live Auction სისტემის ადმინისტრირება და ფუნქციური გამართულობის უზრუნველყოფა;
- პლატფორმის ადმინისტრაციული მოდულების, პარამეტრებისა და სისტემური კონფიგურაციების მართვა;
- ადმინისტრაციული მომხმარებლების, როლებისა და წვდომის უფლებების მართვა დამტკიცებული უფლებამოსილებების შესაბამისად;
- ავტომობილების განთავსების, აუქციონების, მომხმარებელთა რეგისტრაციისა და ფინანსური მოდულების ფუნქციონირების მონიტორინგი;
- აუქციონის სისტემური პარამეტრებისა და სავაჭრო მექანიზმების გამართულობის კონტროლი;
- კრიტიკული ოპერაციების ავტორიზაციისა და ორმაგი დამტკიცების (Four-Eyes Principle) მექანიზმის დაცვის უზრუნველყოფა;
- პლატფორმაზე მონაცემების სიზუსტისა და ადმინისტრაციული ოპერაციების ხარისხის კონტროლი;
- ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება, რეგისტრაცია და მათი აღმოფხვრის კოორდინაცია IT გუნდთან და გარე მომწოდებლებთან;
- ახალი ფუნქციონალის დანერგვის, სისტემური ცვლილებებისა და ტესტირების პროცესების კოორდინაცია;
- პლატფორმის ადმინისტრირების პროცესების გაუმჯობესება, სამუშაო ინსტრუქციების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით;
- ციფრული პლატფორმების, Marketplace-ის, e-commerce-ის ან ბიზნესსისტემების ადმინისტრირების გამოცდილება;
- მომხმარებელთა ანგარიშების, როლებისა და წვდომის უფლებების მართვის პრაქტიკული ცოდნა;
- ონლაინ აუქციონების, ტრანზაქციული სისტემებისა და ციფრული ბიზნესპროცესების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- სისტემური კონფიგურაციების, მონაცემთა ხარისხისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- IT გუნდებთან და ტექნოლოგიურ მომწოდებლებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების გადაჭრის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და კოორდინაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და კონფიდენციალურობის დაცვა;
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.
შპს "ლაიონ აუქციონი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@liontrans.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
