ციფრული მხარდაჭერის მენეჯერი
გამოქვეყნდა 20 ოქტბოლო ვადა: 20 ნოე
- მისამართი
- თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ, 24 ბ
სრული აღწერა
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, ციფრული მხარდაჭერის მენეჯერის (სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით) პოზიცია დაგაინტერესებს.
- სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ, 24 ბ.
- განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ.
შენი, მთავარი ფუნქციები იქნება:
- შემომავალ ონლაინ ჩათებზე დროული და ეფექტური პასუხის გაცემა;
- დასმულ საკითხთან დაკავშირებით, მომხმარებლისათვის სრული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლისათვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში;
- საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის გადამისამართება შესაბამის განყოფილებასთან/პირთან;
- პრეტენზიის დაფიქსირების შემთხვევაში, შესაბამისი პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება ;
- საჭიროებისამებრ, მომხმარებლებთან განხორციელება გამავალი ზარების;
- კომპანიის პროგრამულ მოდულში ზარების და სადაზღვევო შემთხვევების დაფიქსირება;
- მიმდინარე რეჟიმში შემოსული ზარების აღრიცხვა.
- საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
- შემომავალ სატელეფონო ზარზე დროული პასუხი;
- დასმულ საკითხთან დაკავშირებით, მომხმარებლისათვის სრული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
გამოგვეხმაურე, თუ გაქვს:
- სამედიცინო განათლება;
- სადაზღვევო კომპანიაში ან სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენები იცი მაღალ დონეზე;
ვეძებთ ჩვენიანს:
- პასუხიმგებლიანს;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
- საქმეზე კონცენტრირებულს;
- ორგანიზებულსა და დეტალებზე ჩაკირკიტების მოყვარულს.
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
- საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
- შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
- მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაგახვედრებთ:
- საინტერესო საქმეს;
- მრავალფეროვნებას;
- სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე რეზიუმე 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ციფრული მხარდაჭერის მენეჯერი, ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

