ციფრული მარკეტინგისა და SEO-ს სპეციალისტი
გამოქვეყნდა 26 ოქტბოლო ვადა: 26 ნოე
- მისამართი
- თბილისი, სოლომონ ქურდიანის 4 (ოფისში)
სრული აღწერა
"MARK4" არის ბიზნესპროცესების მართვის Cloud სისტემა, რომელიც კომპანიებს ეხმარება ყოველდღიური პროცესების გაციფრულებასა და ეფექტიანად მართვაში.
გუნდის გაფართოებისთვის ვეძებთ ციფრული მარკეტინგისა და SEO-ს სპეციალისტს (Digital Marketing & SEO), რომელიც იმუშავებს ციფრული სარეკლამო კამპანიების მართვაზე, ვებგვერდის საძიებო სისტემებში ხილვადობის გაუმჯობესებასა და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- Google Ads-ისა და Meta Ads-ის სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია;
- სარეკლამო ბიუჯეტის მონიტორინგი და კამპანიების შედეგების გაუმჯობესება;
- აუდიტორიების სეგმენტაცია, რეტარგეტინგი და A/B ტესტირება;
- საკვანძო სიტყვების კვლევა და SEO აქტივობების დაგეგმვა;
- ვებგვერდის On-page SEO ოპტიმიზაცია (Meta Tags, გვერდების სტრუქტურა, შიდა ბმულები);
- ტექნიკური SEO პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის კოორდინაცია;
- Off-page SEO აქტივობებში მონაწილეობა და ბექლინკების მოპოვებაზე მუშაობა;
- კონტენტის SEO ოპტიმიზაცია შესაბამის გუნდთან თანამშრომლობით;
- ვებგვერდის ტრაფიკის, კონვერსიებისა და სარეკლამო კამპანიების შედეგების ანალიზი;
- რეგულარული რეპორტინგი და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება.
რას ველოდებით:
- ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-2 წლის პრაქტიკული გამოცდილება;
- Google Ads-ისა და Meta Ads Manager-ის პრაქტიკული ცოდნა;
- SEO-ს ძირითადი პრინციპების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება (On-page, Off-page, Technical SEO);
- Google Analytics 4-ისა და Google Search Console-ის გამოყენების უნარი;
- საკვანძო სიტყვების კვლევისა და SEO ოპტიმიზაციის გამოცდილება;
- სარეკლამო კამპანიების შედეგების ანალიზისა და გაუმჯობესების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- Google Tag Manager-ის ცოდნა;
- Ahrefs-ის ან Semrush-ის გამოყენების გამოცდილება;
- B2B ან SaaS პროდუქტების ციფრულ მარკეტინგზე მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკური SEO-სა და HTML-ის საბაზისო ცოდნა.
- პორტფოლიოს, განხორციელებული კამპანიების ან SEO პროექტების მაგალითების გაზიარება.
პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, სოლომონ ქურდიანის 4 (ოფისში);
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- დრო: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV მისამართზე hr@mark4.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ციფრული მარკეტინგისა და SEO-ს სპეციალისტი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
