კაპიტალ სქვერი
მარკეტინგიციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 22 ოქტ
- მისამართი
- თბილისი; სპორტის სასახლის უკან
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-19:30
სრული აღწერა
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "Capital Square" ეძებს გამოცდილ, ანალიტიკური აზროვნებისა და შედეგზე ორიენტირებულ ციფრული მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვაზე, განხორციელებასა და ოპტიმიზაციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი; სპორტის სასახლის უკან.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:30
ძირითადი მოვალეობები:
- ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- Meta Ads სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება, მართვა და ოპტიმიზაცია;
- სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტური დაგეგმვა და მართვა;
- სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრა, სეგმენტაცია და ტარგეტირება;
- ხარისხიანი ლიდების (Leads) მოზიდვაზე ორიენტირებული კამპანიების განხორციელება;
- სარეკლამო კრეატივებისა და ტექსტების შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
- A/B ტესტირების ჩატარება და კამპანიების შედეგების გაუმჯობესება;
- ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (CPL, CPC, CTR, Conversion Rate და სხვა) მონიტორინგი და ანალიზი;
- Google Ads-ის კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
- სარეკლამო კამპანიების შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა ლიდების ხარისხისა და კონვერსიის გასაუმჯობესებლად;
- კონკურენტების ციფრული აქტივობებისა და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- Meta Ads Manager-ის საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
- სარეკლამო კამპანიების დამოუკიდებლად დაგეგმვის, მართვისა და ოპტიმიზაციის უნარი;
- Performance Marketing-ის ძირითადი პრინციპებისა და KPI-ების ცოდნა;
- Google Ads-ისა და Google Analytics 4-ის ცოდნა;
- მონაცემების ანალიზისა და მათ საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- სარეკლამო ბიუჯეტის მართვის გამოცდილება;
- გამართული კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
- უძრავი ქონების ან დეველოპერულ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- ლიდების გენერირების კამპანიების წარმატებით მართვის გამოცდილება.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 22 ოქტომბრამდე: Info@capitalsquare.ge
ანაზღაურება: მოლაპარაკების საგანია — გამოცდილების მიხედვით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
