ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
გამოქვეყნდა 28 ოქტბოლო ვადა: 28 ნოე
- მისამართი
- ქ. თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-დან 19:00-მდე
სრული აღწერა
"ბიქეი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის მიზანი:
ციფრული მარკეტინგის მიმართულების მართვა, სააგენტოს კოორდინაცია, შედეგების ანალიზი და კომპანიის ციფრული პლატფორმების განვითარება.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- სარეკლამო სააგენტოს მართვა, ბრიფინგი და კამპანიების კონტროლი;
- ციფრული კამპანიების შედეგების ანალიზი და რეგულარული რეპორტინგი;
- მარკეტინგული ბიუჯეტის, ლიდების, კონვერსიის, CPL-ის, Cost per Sale-ისა და ROAS-ის მონიტორინგი;
- გაყიდვების გუნდთან ლიდების ხარისხისა და შედეგების კოორდინაცია;
- ვებსაიტისა და აპლიკაციის ტექნიკურ გუნდებთან კომუნიკაცია;
- ვებსაიტსა და აპლიკაციაში განახლებების, ხარვეზებისა და ახალი ფუნქციონალის მართვა;
- ციფრული მომხმარებლის გამოცდილებისა და კონვერსიის გაუმჯობესებაზე მუშაობა;
- სოციალური მედიისა და სხვა ციფრული არხებისთვის კონტენტის დაგეგმვა;
- ციფრული კამპანიებისთვის საჭირო ვიზუალური და ტექსტობრივი მასალების კოორდინაცია;
- CRM-ში მარკეტინგული წყაროებისა და ლიდების სწორად ასახვის კონტროლი.
ძირითადი KPI-ები:
- სააგენტოსა და კამპანიების ეფექტიანი მართვა;
- ლიდების რაოდენობა, ხარისხი და გაყიდვებში კონვერსია;
- CPL, Cost per Sale, ROAS და Marketing-Attributed Revenue;
- რეპორტინგის სიზუსტე და დროულობა;
- ვებსაიტისა და აპლიკაციის ტექნიკური საკითხების დროული შესრულება;
- ციფრული კონტენტგეგმის შესრულება;
- ვებსაიტის ტრაფიკისა და კონვერსიის ზრდა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@w2.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნეს სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
