ციფრული მარკეტინგის ლიდი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 40 სთ
- მისამართი
- სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19
სრული აღწერა
17-09-2026 - 18-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს ციფრული მარკეტინგის ლიდს.
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;
- იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:
- სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
- სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- ფიზიკური მაღაზიებისა და E-commerce პლატფორმისთვის ციფრული მედია სტრატეგიის ჩამოყალიბება, მართვა და ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
- სარეკლამო პლატფორმების (Meta, Google, TikTok, YouTube და სხვა) სტრატეგიების, სეგმენტირებისა და ბიუჯეტირების განსაზღვრა და კონტროლი.
- ციფრული მარკეტინგის თვის, კვარტლის, წლის ROAS/KPI-ების შემუშავება და მუდმივი მონიტორინგი.
- მონაცემების ანალიზი, რეპორტინგი და Data-Driven გადაწყვეტილებების მიღება.
- SEO, E-mail/ავტომატიზაციების პროცესების სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა.
- პერფორმანს მარკეტინგისა და SEO გუნდის ხელმძღვანელობა.
- მჭიდრო თანამშრომლობა შიდა გუნდებთან და გარე პარტნიორებთან/სააგენტოებთან.
- კომპანიის დამატებითი არხების ციფრული მარკეტინგის საჭიროებებით მხარდაჭერა - Loyalty App, Live Shopping და ა.შ.
შენგან კი დაგვჭირდება:
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ციფრული მარკეტინგისა და მრავალარხიანი (Multi-channel) მედია კამპანიების მართვის მიმართულებით.
- Conversion-Based მიზნებზე, ცნობადობასა და ტრეფიკზე ორიენტირებული ციფრული კამპანიების დაგეგმვის გამოცდილება.
- გამოცდილება E-commerce, Retail ან Lifestyle სექტორში (ჩაითვლება უპირატესობად).;
- სარეკლამო პლატფორმების ღრმა ცოდნა: Meta Ads Manager, Google Ads, Klaviyo, და სხვა.
- ციფრული ინსტრუმენტების ღრმა ცოდნა: Event Manager, Commerce Manager, Merchant Center, Google Tag Manager, Conversions API, Server Side Tracking, ა.შ.
- ციფრული ანალიტიკის ინსტრუმენტების (GA4, Google Data Studio, და ა.შ.) და ძირითადი მეტრიკების (ROAS, CPA, CAC, CR, AOV, Traffic, Reach, Engagement) ცოდნა და ანალიზის უნარი.
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (სასურველია B2 დონე);
- სტრატეგიული და ოპერაციული აზროვნების ბალანსი.
- მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
- ლიდერობის და გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემების გადაჭრის და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- პროცესებში აქტიური ჩართულობა, ინიციატივების მხარდაჭერა და ახალი იდეების წახალისება.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დრესაპ ჯგუფი" 32 წელია, მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის ლიდის პოზიციაზე ქ. თბილისში.
დაინტერესების შემთხვევაში, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

