ციფრული გაყიდვებისა და მხარდაჭერის ოფიცერი რუსთავში
- ქალაქი
- რუსთავი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- საშუალო (middle), 2 წლამდე
- ბენეფიტები
- დაზღვევა, კორპორატიული ღონისძიებები, ფიტნეს აბონიმენტი
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: ციფრული გაყიდვებისა და მხარდაჭერის ოფიცერი
ადგილი: რუსთავი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
პოზიციის მიზანი:
BNPL, QR განვადება, KEEPZ პროდუქტების გამოყენების მხარდაჭერა.
ზოგადი პასუხისმგებლობები:
· მერჩანტების მხარდაჭერა ახალი პროდუქტების (BNPL, QR განვადება, KEEPZ) დასანერგად და მათი თანამშრომლების ონჯობ ტრენინგი.
· მერჩანტებთან დაგეგმილი კამპანიების მხარდაჭერა ახალი მომხმარებლების ონბორდინგისა და მათთვის BNPL-ით სარგებლობაში მხარდაჭერა.
· KEEPZ QR ტერმინალის კუთხით მერჩანტებისა და თანამშრომლების დატრენინგება.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
· კლიენტებთან ან პარტნიორებთან ურთიერთობის გამოცდილება (გაყიდვები, მომსახურება ან ტრენინგები);
· ლოგიკური აზროვნების უნარი;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· ტექნოლოგიებისადმი კეთილგანწყობა – სწრაფად ეცნობი ახალ აპლიკაციებსა და სისტემებს;
· ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
· სწავლაზე ორიენტირებულობა და ახალი იდეების სწრაფად ათვისება
განცხადების მიღების ვადა: 5 ოქტომბერი, 2026 წელი.
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი
კატეგორია: გაყიდვები/ვაჭრობა / გაყიდვების მენეჯერი
გამოცდილება: საშუალო (middle), 2 წლამდე
განათლება: ბაკალავრი, კურსდამთავრებული, specialist
ბენეფიტები: დაზღვევა, კორპორატიული ღონისძიებები, ფიტნეს აბონიმენტი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
