ციფრული განვითარების დეპარტამენტის ციფრული მარკეტინგისა და UX განვითარების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 680 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ციფრული განვითარების დეპარტამენტის ციფრული მარკეტინგისა და UX განვითარების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა ცენტრისა და ქსელური ინფრასტრუქტურის მართვა, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და ადმინისტრირების ხელშეწყობა, გეოსაინფორმაციო სისტემებისა და სივრცითი მონაცემების მართვა, აეროგადაღებისა და მონიტორინგის განხორციელება, სახელმწიფო სერვისების განვითარება და მათი მიწოდების პროცესების სტანდარტიზაცია, მომხმარებელთა სატელეფონო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ასევე ერთიანი ციფრული და ტექნოლოგიური ეკოსისტემის ფორმირება და განვითარება სამინისტროს სისტემაში.
კატეგორია:
დიზაინი
განცხადების ბოლო ვადა:
02.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3680 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა) მონაწილეობს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების ციფრული სერვისების, ვებპორტალებისა და სხვა ციფრული პლატფორმების განვითარების პროცესში;
ბ) ახორციელებს მომხმარებელთა საჭიროებების, უკუკავშირისა და გამოყენებადობის (Usability) კვლევას, ანალიზს და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს;
გ) მონაწილეობს UX/UI მიმართულებით ციფრული სერვისების გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და დოკუმენტების მომზადებაში;
დ) მონაწილეობს ციფრული მარკეტინგის, SEO-ისა და ციფრული საკომუნიკაციო არხების განვითარების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
ე) ამზადებს კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშებს, ანალიტიკურ ინფორმაციას, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) სამმართველოს უფროსის დავალებით მონაწილეობს სამუშაო შეხვედრებსა და შესაბამის სამუშაო ჯგუფებში;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სხვა საქმიანობას.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- ,,ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ”;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონი;
- ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვიოთი და აგროსერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 7 ივლისის №2-282 დადგენილება;
- საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ვაკე-საბურთალო / მარშალ გელოვანის გამზ. N32გ / 0159
საკონტაქტო ტელეფონები:
555502092
საკონტაქტო პირი:
მარიამ დანელია - საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს სპეციალისტი
დამატებითი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, განათლების სფერო:
ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების და/ან ინფორმატიკის და/ან ეკონომიკური ინფორმატიკის და/ან ბიზნესის ადმინისტრირების და/ან მენეჯმენტის და/ან მარკეტინგის და/ან ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის და/ან დიზაინის მიმართულებით.
სავალდებულო კომპიუტერული პროგრამები (ძალიან კარგად):
- MS Office – Word, Excel, PowerPoint, Project, Visio, Outlook, OneNote;
- Figma (UI/UX დიზაინი, პროტოტიპირება და დიზაინის სისტემები);
- Photoshop, Illustrator, XD ან სხვა შესაბამისი პროგრამები;
- Google Analytics 4 (GA4);
- Google Search Console;
- Google Tag Manager – სასურველია;
- Microsoft Clarity ან სხვა UX ანალიტიკის ინსტრუმენტი;
- Power BI ან Looker Studio.
საურველი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
- პროგრამების ცოდნა: Jira, Redmine. Asana, Trello;
- დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა DES, E-Flow;
- WordPress ან სხვა Content Management System (CMS);
- Miro ან სხვა ონლაინ თანამშრომლობისა და პროცესების მოდელირების პლატფორმა.
უცხო ენები:
სასურველი - რუსული B2.
სამუშაო გამოცდილება:
ციფრული მარკეტინგის ან/და UX განვითარების მიმართულებით – 2 წელი.
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომ(ებ)ი) ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ორგანიზაციის, თანამდებობისა და პერიოდის მითითებით დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მიხედვით);
- ინფორმაცია რეკომენდატორ(ებ)ის შესახებ;
- სამოტივაციო წერილი კონკრეტული ვაკანსიისათვის.
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აპლიკაციაში მითითებულ სავალდებულო ველებს შეავსებენ სრულყოფილად და მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად;
- გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით;
- კანდიდატები ფასდებიან 10 ქულიანი სისტემით;
- საბოლოო შეფასება გამოითვლება კანდიდატების მიერ ზეპირი დავალებისა და გასაუბრებისას მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით;
- გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ შეფასებას, მაგრამ არანაკლებ 6 ქულისა;
- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების აუდიო ჩაწერა.
აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iteasa.gov.ge.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, სააგენტოს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
