ციფრული განვითარების დეპარტამენტის ბიზნეს ანალიტიკისა და პროექტების მართვის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 5 824 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ციფრული განვითარების დეპარტამენტის ბიზნეს ანალიტიკისა და პროექტების მართვის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა ცენტრისა და ქსელური ინფრასტრუქტურის მართვა, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და ადმინისტრირების ხელშეწყობა, გეოსაინფორმაციო სისტემებისა და სივრცითი მონაცემების მართვა, აეროგადაღებისა და მონიტორინგის განხორციელება, სახელმწიფო სერვისების განვითარება და მათი მიწოდების პროცესების სტანდარტიზაცია, მომხმარებელთა სატელეფონო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ასევე ერთიანი ციფრული და ტექნოლოგიური ეკოსისტემის ფორმირება და განვითარება სამინისტროს სისტემაში.
კატეგორია:
ბიზნესი და ანალიტიკა
განცხადების ბოლო ვადა:
02.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
5824 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა) მონაწილეობს სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ უწყებებსა და სამინისტროსთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან სერვისებისა და პროცესების გაციფრულების მიზნით ახალი მოთხოვნების მიღების, ანალიზისა და დასაბუთებული საჭიროებების იდენტიფიცირების პროცესში;
ბ) ახორციელებს არსებული სამუშაო პროცესების ანალიზს, მონაწილეობს პროცესების ოპტიმიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით რეკომენდაციების მომზადებაში;
გ) პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესში ახორციელებს ბიზნეს პროცესების ანალიზს, მოთხოვნების ფორმალიზებას ფუნქციურ და არაფუნქციურ დონეზე, ამზადებს ტექნიკურ დავალებებს, სპეციფიკაციებსა და სხვა ანალიტიკურ დოკუმენტაციას;
დ) მონაწილეობს ინფორმაციული სისტემების განვითარების ფარგლებში სისტემური არქიტექტურის, პროცესების მოდელების, დიაგრამებისა და სხვა ანალიტიკური დოკუმენტაციის მომზადებაში;
ე) მონაწილეობს მიმდინარე და დაგეგმილი ციფრული პროექტების ბიზნეს ანალიზის, პროცესების მოდელირების, სამუშაო შეხვედრების ორგანიზების, შესრულების დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში;
ვ) ამზადებს დეპარტამენტის მიერ შემუშავებული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ საინფორმაციო პრეზენტაციებს, მონაწილეობს მომხმარებლის სახელმძღვანელოების, აგრეთვე სააგენტოში მოქმედი შიდა პროცედურების, სტანდარტებისა და ინსტრუქციების შემუშავებასა და განახლებაში;
ზ) ახორციელებს მონაცემთა ანალიზის საფუძველზე არსებული სისტემების გამოყენებადობისა და ეფექტიანობის შეფასებას, მონაწილეობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობების ანალიზსა და სამინისტროს საჭიროებების შესაბამისად შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაში;
თ) თანამშრომლობს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ბიზნეს ანალიზთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის, ტექნიკური უზრუნველყოფის, მონაცემთა ანალიზისა და გეოსაინფორმაციო სისტემების მიმართულებით;
ი) მონაწილეობს სამინისტროს სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში ციფრული ინიციატივების იდენტიფიცირების, პრიორიტეტიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესების მხარდაჭერაში;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სხვა საქმიანობას.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- ,,ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ”;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონი;
- ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვიოთი და აგროსერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 7 ივლისის №2-282 დადგენილება;
- საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ვაკე-საბურთალო / მარშალ გელოვანის გამზ. N32გ / 0159
საკონტაქტო ტელეფონები:
555502092
საკონტაქტო პირი:
მარიამ დანელია - საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს სპეციალისტი
დამატებითი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, განათლების სფერო:
ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების და/ან ინფორმატიკისა და მართვის სისტემების და/ან კომპიუტერული ინჟინერიის და/ან ეკონომიკური ინფორმატიკის და/ან ინფორმატიკის და/ან მენეჯმენტის და/ან სოციოლოგიურ და პოლიტიკური მეცნიერებები და/ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
სასურველი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
- დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა DES, E-Flow;
- E-HRMS;
- პროგრამების ცოდნა: Jira, Redmine. Asana, Trello;
- სახელმწიფო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
უცხო ენები:
სასურველი - რუსული B2.
სამუშაო გამოცდილება:
ბიზნეს პროცესების ანალიტიკისა ან/და პროექტების მართვის ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით – 2 წელი.
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომ(ებ)ი) ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ორგანიზაციის, თანამდებობისა და პერიოდის მითითებით დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მიხედვით);
- ინფორმაცია რეკომენდატორ(ებ)ის შესახებ;
- სამოტივაციო წერილი კონკრეტული ვაკანსიისათვის.
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აპლიკაციაში მითითებულ სავალდებულო ველებს შეავსებენ სრულყოფილად და მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად;
- გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით;
- კანდიდატები ფასდებიან 10 ქულიანი სისტემით;
- საბოლოო შეფასება გამოითვლება კანდიდატების მიერ ზეპირი დავალებისა და გასაუბრებისას მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით;
- გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ შეფასებას, მაგრამ არანაკლებ 6 ქულისა;
- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების აუდიო ჩაწერა.
აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iteasa.gov.ge.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, სააგენტოს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
