ციფრული არქივების სამსახურის სკანირების ჯგუფის ხელმძღვანელი
- ანაზღაურება
- 2 204 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ციფრული არქივების სამსახურის სკანირების ჯგუფის ხელმძღვანელი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივი
კატეგორია:
ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
განცხადების ბოლო ვადა:
16.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
2204 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- უზრუნველყოს ეროვნულ არქივში დიგიტალიზაციის პროცესის დანერგვა ISO 19264-1 სტანდარტთან და ეროვნული არქივის ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისად;
- აწარმოოს ეროვნულ არქივში დიგიტალიზაციის პროცესში შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ანოტირება;
- უზრუნველყოს ეროვნულ არქივში წარმოებული ან სხვა უწყებიდან შემოსული სკანირებული დოკუმენტების ხარისხის კონტროლი Universal Test Target (UTT) საკალიბრაციო ფურცლის მეშვეობით;
- აკონტროლოს დიგიტალიზაციის პროექტში გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკის, სკანერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამართულობა და სტანდარტთან შესაბამისობა;
- უზრუნველყოს დიგიტალიზაციის ჯგუფის თანამშრომელთა საქმიანობისა და დასწრების შემოწმება;
- მოამზადოს დიგიტალიზაციის ჯგუფის წლიური გეგმის პროექტები და განსახილველად წარუდგინოს ციფრული არქივების სამსახურის უფროსს;
- გაუგზავნოს ციფრული არქივების სამსახურის უფროსს ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს კვარტალური და წლიური ანგარიშები;
- საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს საქმიანობა სხვა ორგანიზაცია- დაწესებულებათა ტერიტორიაზე;
- კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დავალებით სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №1
საკონტაქტო ტელეფონები:
0322290505 (131)
დამატებითი მოთხოვნები:
- ISO 19264-1 სტანდარტის ცოდნა;
- „Metamorfoze Preservation Imaging Guidelines“ მეგზურის ცნობა;
- FADGI (Federal Agencies Digital Guidelines Initiative) მეგზურის ცოდნა;
- IQ-Analyzer-X პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
- Universal Test Target (UTT) საკალიბრაციო ფურცლის გაშიფვრის ცოდნა;
- PREMIS სტანდარტის ცნობა;
- ANSI/NISO Z39.87-2006 (R2017) Data Dictionary - Technical Metadata for Digital Still Images სტანდარტის ცოდნა;
- Photoshop პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვა.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსი ცხადდება პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.
გთხოვთ, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე.
აუცილებელია, კანდიდატმა რეკომენდატორების გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
კანდიდატის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და მასზე დართულ დოკუმენტში მითითებული პერსონალური მონაცემები სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გამოყენებულ იქნება კონკურსის მიზნებისთვის, საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმირებისათვის.
თუ თანახმა ხართ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შემდგომი შესაძლო დასაქმების მიზნით დამუშავდეს იუსტიციის სამინისტროს (მათ შორის, მასში შემავალი სსიპების) მასშტაბით, გთხოვთ, განაცხადის გადმოგზავნისას დამატებითი ინფორმაციის გრაფაში მიუთითოთ შემდეგი ტექსტი:
„თანახმა ვარ ჩემს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები შემდგომი დასაქმების მიზნით დამუშავდეს იუსტიციის სამინისტროს მასშტაბით''.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.



