ცენტრალური საწყობის თანამშრომელი
გამოქვეყნდა 14 ოქტბოლო ვადა: 14 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი-შაბათი (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)
- ბენეფიტები
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს · კვებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას · საბონუსე სისტემას
სრული აღწერა
კომპანია "ზღაპარი" 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დღეს, ქვეყნის მასშტაბით 47 მარკეტს აერთიანებს. ჩვენ, მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას.
ჩვენს გუნდში ვეძებთ ცენტრალური საწყობის თანამშრომელს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მიღებული პროდუქციის ჩამოტვირთვა და საწყობში შესაბამის ადგილებზე დროული და სწორად განთავსება;
- პროდუქციის შენახვის წესების, ვადებისა და მსხვრევადობისა ნორმების დაცვა;
- მაღაზიების შეკვეთების შესაბამისად, საწყობში პროდუქციის შეგროვება და შეკვეთების მომზადება;
- გამზადებული შეკვეთის სატრანსპორტო საშუალების ბორტზე სწორად განთავსება შემდგომი რეალიზაციისა და მიწოდების მიზნით;
- შრომის უსაფრთხოების წესებისა და დადგენილი პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობისა შესაძლებლობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სამუშაოს შესრულებისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ქართული ენის სრულყოფილი ფლობა;
- სასაწყობე ოპერაციებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- კვებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
- საბონუსე სისტემას;
- ანაზღაურებას სტაჟირების პერიოდში.
გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)
ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით: http://zgapari.ge/career/, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 22 66 40;
ან გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

