ცენტრალური საწყობის თანამშრომელი
- ანაზღაურება
- 1 700–1 900 ₾ / თვე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- საშუალო (middle), უმცროსი (junior)
- ბენეფიტები
- ტრანსპორტირება, უფასო კვება
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
სს „ნიკორა ტრეიდი“ - საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას.
25 წლიანი წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით.
სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა.
შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ - კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად - გავაგრძელოთ პირველობის ისტორია.
სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ ანაზღაურებას - 1700 - 1900 ლარი;
- კვებით უზრუნველყოფას;
- ტრანსპორტირებას.
ძირითადი მოვალეობები:
- ფაქტურის მიხედვით შეკვეთების გამზადება;
- დისტრიბუციის თანამშრომლებისათვის ტვირთის გადაცემა;
- პერიოდულად საწყობში მიმდინარე აღწერაში მონაწილების მიღება.
სს „ნიკორა ტრეიდი“ ხელმძღვანელობს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებით და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისა თუ თანამშრომლისთვის.
კატეგორია: ლოჯისტიკა / საწყობის მუშა
გამოცდილება: საშუალო (middle), უმცროსი (junior)
განათლება: ბაკალავრი, კურსდამთავრებული, სტუდენტი
ბენეფიტები: ტრანსპორტირება, უფასო კვება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

