წარმოების ზედამხედველი
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი-პარსსკევი
სრული აღწერა
Situationist აცხადებს ვაკანსიას წარმოების ზედამხედველის პოზიციაზე.
გრაფიკი: ორშაბათი-პარსსკევი
მდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- ატელიესა და წარმოების ყოველდღიური პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია;
- მკერავებსა და კონტრაქტორებს შორის სამუშაო დავალებების განაწილება, შესრულების ვადებისა და ხარისხის მონიტორინგი;
- წარმოებისთვის საჭირო ქსოვილების, მასალებისა და რესურსების საჭიროების განსაზღვრა და შესყიდვების პროცესის კოორდინაცია;
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შეთავაზებების შედარება და მიწოდების პირობების შეთანხმება;
- მასალების მარაგების, წარმოების ხარჯებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა;
- საერთაშორისო და ადგილობრივი გადაზიდვების, საკურიერო მომსახურებისა და საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცედურების კოორდინაცია;
- მზა პროდუქციის შეფუთვისა და გაგზავნის პროცესის ორგანიზება;
- ბუღალტერიასთან და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობა, საოპერაციო ინფორმაციისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- წარმოების, ოპერაციების, ლოგისტიკის ან შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ტექსტილის, ტანსაცმლის წარმოების ან მოდის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- წარმოების, შესყიდვებისა და ლოგისტიკური პროცესების ორგანიზებისა და კოორდინაციის ცოდნა;
- მომწოდებლებთან და პარტნიორებთან საქმიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- საოპერაციო და ფინანსური ანგარიშების მომზადებისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
- საერთაშორისო გადაზიდვებისა და საბაჟო პროცედურების საბაზისო ცოდნა;
- MS OFFICE-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დაგეგმვისა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 2 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
