წარმოების ტექნიკოსი
- ანაზღაურება
- 2 500 ₾
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 1 წელი
- მისამართი
- თელეთი (გარდაბანი) - თანამშრომლებს ემსახურებათ კომპანიის
სრული აღწერა
კომპანია „როსტერი“ ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელი წამყვანი ქართული საწარმოა, რომელიც 2007 წლიდან უწყვეტად ავითარებს ადგილობრივ წარმოებას. კომპანია ფლობს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ ქარხანას, სადაც უმაღლესი სტანდარტების მზა საკვები იწარმოება. ამასთანავე, „როსტერი“ ქვეყანაში წამყვანი მომწოდებელია და უმაღლესი ხარისხის საკვებდანამატებით, პრემიქსებითა და მარცვლეულით სტაბილურად ამარაგებს როგორც ადგილობრივ მწარმოებლებს, ისე ფერმერულ მეურნეობებს. დღესდღეობით კომპანია 100-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს.
კომპანია „როსტერი“ აცხადებს ვაკანსიას ცხოველებისა და ფრინველების საკვებ საწარმოში წარმოების ტექნიკოსის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 1 წელი
- მინიმალური საშემდუღებლო სამუშაოების წარმოების ცოდნა.
- ელექტროობის მინიმალური ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოს მექანიკური მოწყობილობების და აღჭურვილობების პროფილაქტიკური ტექნიკური მომსახურების და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება წარმოების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.
- მექანიკური მოწყობილობების ცვეთის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში სარემონტო სამუშაოების განხორციელება.
- მოწყობილობების და დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი.
- სამუშაო ინსტრუმენტების, ხელსაწყოების და აღჭურვილობის მოვლა, უსაფრთხო და ფუნქციონალურ მდგომარეობაში მათი შენარჩუნება.
- სიმაღლეზე ტექნიკური სამუშაოების განხორციელება შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებით საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
- ტექნიკური სამუშაოების შესრულება შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით.
სამუშაო ადგილი: თელეთი (გარდაბანი) - თანამშრომლებს ემსახურებათ კომპანიის
ტრანსპორტი ისნის მეტროდან.
სამუშაო განაკვეთი: სრული (09:00-18:00) - ორშაბათი - შაბათი.
ანაზღაურება : 2500₾ ხელზე ასაღები.
შესაბამისი კვალიფიკაციის დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდით
ტელ: +995 595 75 90 50 ან +995 595 947 147
გისურვებთ წარმატებას.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 2500
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 1 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
