წარმოების დირექტორი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- ოზურგეთი, სოფ.მაკვანეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სამუშაო დღეები · სრული (ორშ–პარ)
- გამოცდილება
- 1 წელი
- ბენეფიტები
- განვითარებაზე ორინეტირებული გუნდის წევრობას · მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას · Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას
სრული აღწერა
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: შეთანხმებით
ადგილმდებარეობა: ოზურგეთი, სოფ.მაკვანეთი.
ფუნქცია/მოვალეობები:
· საწარმოო პროცესების სრული ოპერაციული მართვა და ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანი ორგანიზება;
· დადგენილი პროცედურების, შიდა რეგლამენტებისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და სისტემური კონტროლი;
· წარმოების სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
· საწარმოო გეგმების, გრაფიკებისა და დაგეგმილი მოცულობების დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა;
· მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების შეფასება, ეფექტიანობის ზრდა და ოპტიმიზაციის ინიცირება;
· საწარმოო დოკუმენტაციის მართვა, პროცესების გაუმჯობესების მიზნით - შესაბამისი ცვლილებების ინიცირება და დანერგვა;
· ნედლეულის, მასალებისა და მზა პროდუქციის მარაგების ეფექტიანი დაგეგმვა და კონტროლი;
· ინვენტარიზაციის პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და შედეგების ანალიზი;
· სურსათის უვნებლობის, ჰიგიენური ნორმებისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის მკაცრი დაცვა და შესაბამისობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით);
· ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი; საკვების წარმოების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
· რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
· საოფისე პროგრამების (MS Office) ეფექტურად გამოყენების უნარი;
· ორგანიზაციული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებული უნარი.
პროფესიული და პიროვნული კომპეტენციები
განვითარებული ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარები, გუნდის მოტივაციისა და ეფექტური მართვის გამოცდილებით;
სტრატეგიული დაგეგმვისა და ორგანიზების ძლიერი უნარი, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის შესაძლებლობით;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხის კონტროლის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი, როგორც შიდა გუნდთან, ისე გარე პარტნიორებთან;
შედეგზე ორიენტირებული მიდგომა და სწრაფად ცვალებად/სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
განვითარებაზე ორინეტირებული გუნდის წევრობას;
მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.
პროფესია: ლოჯისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი
სამუშაო ადგილი: სოფ. მაკვანეთი
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 1 წელი
ენები: ქართული (თავისუფლად), ინგლისური (საშუალოდ)
უნარები: კომუნიკაცია, თანამშრომლობა, კეთილსინდისიერება, დაგეგმვა/ორგანიზება, სტრესის მიმართ გამძლეობა
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- ანაზღაურება: შეთანხმებით ხელფასი: შეთანხმებით
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
