წარმოების დამხმარე თანამშრომელი
- ანაზღაურება
- 1 300+ ₾
- სამუშაო გრაფიკი
- 40 სამუშაო საათი კვირაში
- ბენეფიტები
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას · მოქნილ სამუშაო გრაფიკს · გუდვილის ფასდაკლების ბარათს
- კატეგორია
- ლოგისტიკა/ტრანსპორტი/დისტრიბუცია
სრული აღწერა
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას მუშის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყველის წარმოების პროცესში სხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შესრულება;
- საწარმოო რეზერვუარების დაცლა და საჭიროების შესაბამისად შევსება;
- რეზერვუარების რეცხვა და დეზინფექცია დადგენილი წესების დაცვით;
- სამუშაო ინვენტარისა და საწარმოო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა;
- ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის ნორმების დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა საწარმოო დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- პუნქტუალურობა და დისციპლინა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
- ანაზღაურება: საათობრივი, მინ. 1300 ლარი + ეფექტური საბონუსე სისტემა;
- ლოკაცია: დიღომი;
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 200 712
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
გუდვილი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - წარმოების დამხმარე თანამშრომელი — ყველის საამქრო.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

