წარმოების აღმრიცხველ-ოპერატორი
გამოქვეყნდა 21 ოქტბოლო ვადა: 21 ნოე
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
სრული აღწერა
კომპანია "მარშე" 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული.
კომპანია "მარშე" აცხადებს ვაკანსიას წარმოების აღმრიცხველ-ოპერატორის პოზიციაზე:
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5).
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00 მდე.
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- საქონლის მოძრაობისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
- პირველადი დოკუმენტაციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური დეპარტამენტის მიერ დადგენილი აღრიცხვიანობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია პროგრამა "APEX"-ში მუშობის ცოდნა);
- სასაქონლო ოპერაციების ცოდნა;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- გუნდურ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

