ტრენინგცენტრის კოორდინატორი
გამოქვეყნდა 19 ოქტბოლო ვადა: 19 ნოე
- ქალაქი
- ქუთაისი
სრული აღწერა
სამედიცინო კომპანიაში აცხადებს ვაკანსიას სასწავლო - ტრენინგ ცენტრის კოორდინატორის პოზიციაზე ქუთაისში.
სამედიცინო კომპანიაში ვქმნით ახალ სამედიცინო სასწავლო ტრენინგცენტრს, რომლის მიზანია ექიმებისთვის პროფესიული განვითარების, ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობების შექმნა.
ცენტრის განვითარებისთვის ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც შეძლებს ექიმებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას, საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებასა და ცენტრის პოპულარიზაციას.
ძირითადი მოვალეობები:
- ტრენინგების, სემინარებისა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
- ექიმებთან აქტიური კომუნიკაცია, მათთან პროფესიული ურთიერთობების დამყარება და ტრენინგებში მონაწილეობის შეთავაზება;
- ტრენინგებზე მონაწილეთა მოზიდვა, რეგისტრაციისა და კომუნიკაციის პროცესის მართვა;
- ტრენერებთან და მოწვეულ სტუმრებთან ურთიერთობა და საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია;
- ტრენინგების კალენდრისა და სამუშაო გრაფიკის შედგენა;
- ცენტრის სოციალური ქსელის მართვა, სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;
- ცენტრის ცნობადობის გაზრდაზე, პოპულარიზაციასა და განვითარების ახალი შესაძლებლობების მოძიებაზე ზრუნვა;
- საჭიროების შემთხვევაში, Reels-ებისა და სხვა ვიდეოკონტენტის გადაღებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ადამიანებთან კომუნიკაციისა და ურთიერთობების დამყარების უნარი;
- ორგანიზატორული და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ინიციატორი, კრეატიული და შედეგზე ორიენტირებული;
- გამართული მეტყველება და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- სოციალური ქსელების გამოყენების ცოდნა;
- გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- ღონისძიებების, ტრენინგების ან პროექტების ორგანიზების გამოცდილება;
- მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ურთიერთობების დამყარების გამოცდილება;
- სოციალური ქსელების მართვისა და ვიდეოკონტენტის შექმნის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა.
რას გთავაზობთ?
- ახალ და საინტერესო პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების პერსპექტივას;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- საკუთარი იდეების განხორციელებისა და ცენტრის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV workingden19@gmail.com რომელშიც ასახული იქნება თქვენი სამუშაო გამოცდილება, ძირითადი უნარები და პროფესიული მიღწევები.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
