ტრენერი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა N36
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა · Fitpass · კარიერული ზრდის შესაძლებლობა
სრული აღწერა
კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.
"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.
გაგვიცანი უფრო ახლოს: www.ch.ge
ამჟამად მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას ტრენერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა N36;
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით (09:00-18:00);
- ანაზღაურება: შეთანხმებით (განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად).
ძირითადი მოვალეობები:
- ტრენინგის საჭიროებების განსაზღვრა, დაგეგმვა და განხორციელება;
- ტრენინგ-მოდულებისა და სასწავლო მასალების შემუშავება, განახლება და გაუმჯობესება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
- ახალი და არსებული თანამშრომლების პროფესიული განვითარების მიზნით ტრენინგების ჩატარება, მათ შორის: ეფექტური მომსახურება, კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, კონფლიქტის მართვა, გაყიდვები და მერჩენდაიზინგი;
- კომპანიის პროდუქტების, გაყიდვების სტანდარტებისა და სავაჭრო პროცესების შესახებ სასწავლო პროგრამების მომზადება და ჩატარება;
- ტრენინგების შედეგებისა და ეფექტურობის შეფასება შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით;
- მენეჯერებთან თანამშრომლობა თანამშრომელთა განვითარების საჭიროებების განსაზღვრისა და შესაბამისი სასწავლო აქტივობების დაგეგმვის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით);
- ტრენინგების მომზადების და ჩატარების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია მომსახურების სფეროში);
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა (სატრენინგო მასალების დამუშავების დონეზე);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა.
დამატებითი უნარები:
- ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- შემოქმედებითი აზროვნება, შედეგებზე ორიენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- აქტიურობა და შრომისმოყვარეობა;
- დროის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- მზარდი შრომითი ანაზღაურება;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge და გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "ტრენერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლი"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სს "სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
