საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია
ლოჯისტიკატრანსპორტისა და მძღოლების მენეჯერი
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 9 ნოე
- მისამართი
- თბილისი, ლილო, ლოჭინის ხევი
- ბენეფიტები
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიურ საბონუსე სისტემას · ჯანმრთელობის დაზღვევას · კვების თანხას
სრული აღწერა
საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია ეძებს ტრანსპორტისა და მძღოლების მენეჯერს.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო პროცესების ეფექტურ მართვას, თანამშრომლების კოორდინაციას და ოპერაციების შეუფერხებელ მიმდინარეობას.
ძირითადი მოვალეობები:
- მძღოლების და სატრანსპორტო პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია;
- მძღოლების სამუშაო დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
- სატვირთო ავტომობილების მარშრუტების დაგეგმვა და სისტემაში ასახვა;
- პროდუქციის დროული მიწოდების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში სატვირთო ავტომობილების ოპერატიული ჩანაცვლება;
- ავტოპარკისა და სატვირთო ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი, გეგმური შეკეთებების დაგეგმვა და ქვეკონტრაქტორებთან კომუნიკაცია;
- მძღოლების სამუშაო გრაფიკებისა და შვებულებების დაგეგმვა, მუშაობის მონიტორინგი;
- მარშრუტების პერიოდული ოპტიმიზაცია და სატრანსპორტო რესურსების (საწვავი, საბურავები და ა.შ.) დაგეგმვა და ბიუჯეტირება;
- სატრანსპორტო ქვეკონტრაქტორების მოძიება, პირობების განხილვა და ტენდერების ორგანიზება;
- საწყობისა და ტრანსპორტის მიმართულებით KPI-ების ანგარიშგება და შესრულების მონიტორინგი;
- HACCP, GMP, QIP და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- ხელმძღვანელობისთვის მიმდინარე პროცესების, პრობლემებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
მოთხოვნები:
- საწყობის, ლოჯისტიკის ან ავტოპარკის მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, სასურველია საკვები პროდუქტების სფეროში;
- საწყობის თანამშრომლებისა და მძღოლების მართვისა და სამუშაო პროცესების კოორდინაციის გამოცდილება;
- ავტოპარკისა და სატრანსპორტო პროცესების მართვის გამოცდილება;
- სასაწყობო და ლოჯისტიკური პროცესების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- ლიდერული უნარები და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- სასაწყობო აღრიცხვის ან ლოჯისტიკურ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიურ საბონუსე სისტემას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვების თანხას;
- სატელეფონო ლიმიტს;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილო, ლოჭინის ხევი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV - qqoreulashvili@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
