ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მესამე რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 040 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მესამე რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:
- თანამშრომლის ორიენტაცია/ადაპტაციას;
- მოტივაციის სისტემებს;
- განვითარების საშუალებას;
- კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობას;
- კარგ კორპორატიულ კულტურას და მაღალი სტანდარტის ეთიკურ გარემოს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში. სრული ინფორმაციისათვის იხილეთ: www.economy.ge
კატეგორია:
ტრანსპორტი
განცხადების ბოლო ვადა:
05.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3040 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- მონაწილეობს საზღვაო ტრანსპორტის დარგში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავების პროცესში;
- ასრულებს ცალკეულ დავალებებს საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შეერთების პროცესის მიმდინარეობისას და ამ ხელშეკრულებების დანერგვის პროცესებში;
- ასრულებს ცალკეულ დავალებებს საზღვაო ტრანსპორტის სფეროში საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირების პროცესში საინვესტიციო კაპიტალის, საერთაშორისო დახმარებებისა და კრედიტების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით;
- მონაწილეობს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიების მუშაობაში და მონაწილეობს სხდომაზე განსახილველი საკითხების მომზადების პროცესში;
- ასრულებს ცალკეულ დავალებებს საზღვაო ტრანსპორტის სფეროში სამინისტროს პრიორიტეტების შესაბამისად ლიბერალიზაციის / რეგულირების პროცესების მიმდინარეობისას;
- ასრულებს ცალკეულ დავალებებს საზღვაო ტრანსპორტის სფეროში არსებული ხარვეზებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარებისთვის პოლიტიკის განახლების პროცესებში;
- ასრულებს ცალკეულ დავალებებს დარგის ფუნქციონირების ძირითადი მაჩვენებლების მოპოვება-ანალიზის და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროცესში;
- მონაწილეობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას და პოლიტიკაში გათვალისწინების უზრუნველყოფის პროცესებში;
- ასრულებს ცალკეულ დავალებებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებთან თანამშრომრომლობის პროცესში;
- ასრულებს ცალკეულ დავალებებს დარგობრივი თათბირების, შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების მომზადებასა და ჩატარების უზრუნველყოფის პროცესში;
- ასრულებს სამმართველოდან/დეპარტამენტიდან გასული კორესპოდენციის პროექტებს;
- ასრულებს სამინისტროს დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს და ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი,
- ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონი,
- ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონი,
- „საქართველოს საზღვაო კოდექსი“,
- „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონი,
- „საქართველოს სარკინიგზო კოდექსი“
- „საქართველოს საჰაერო კოდექსი“,
- ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონი,
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი,
- ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის N70 დადგენილება;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
კეკელიძის ქ. N4
საკონტაქტო ტელეფონები:
0322991060; 0322991107
საკონტაქტო პირი:
მარიამ სანებლიძე
დამატებითი მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება საჯარო მართვის/ ბიზნეს ადმინისტრირების / ეკონომიკის / ფინანსების/ საერთაშორისო ურთიერთობების/ სამართალმცოდნეობის/ საერთაშორისო სამართლის/პროექტების მართვის/ ტრანსპორტის/სატრანსპორტო ლოგისტიკის მიმართულებით;
ბ) ტრანსპორტის (საავტომობილო ტრანსპორტის/სარკინიგზო ტრანსპორტის/ სპეციალური ტრანსპორტის/სატრანსპორტო ლოგისტიკის) / ტრანსპორტის მენეჯმენტის/პროექტების მართვის/ მენეჯმენტის / სამართლის / ფინანსების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:
- სავალდებულოა აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად;
- სავალდებულოა აიტვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
შეფასების ეტაპზე:
- კანდიდატის შეფასება მოხდება წერითი დავალებით და გასაუბრებით;
- საკონკურსო თემატიკის შესაბამისად შემოწმდება თემატიკის შესაბამისი ცოდნა და ანალიზის უნარი; წერითი დავალება და გასაუბრება გაიმართება მათ შორის ინგლისურ ენაზეც.
კანდიდატის შეფასების მაქსიმალურ ქულად განისაზღვრება 40; წერითი დავალების შეფასების მაქსიმალური ქულა - 20, გასაუბრების მაქსიმალური ქულა - 20.
კანდიდატის გამოძახება გასაუბრებაზე არ მოხდება იმ შემთხვევაში თუ:
*კანდიდატი არ გამოცხადდება წერით დავალებაზე, კანდიდატის წერითი დავალება შეფასდება 12 - ზე ნაკლების ქულით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
