ტრანსპორტის უსაფრთხოების დეპარტამენტის სერტიფიცირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 520 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- განაცხადში სამუშაო გამოცდილებასთან ერთად შეავსოთ ინფორმაცია ფუნქცია- მოვალეობების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ტრანსპორტის უსაფრთხოების დეპარტამენტის სერტიფიცირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
2011 წლის 15 აპრილს, შეიქმნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“. მისი ფუნქციებია: დარგში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის (ბარგის) გადაზიდვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვების, სერტიფიკატებისა და დაშვების მოწმობების გაცემა და მათზე განსაზღვრული პირობების დაცვის მონიტორინგი; ეროვნულ გადამზიდველთა და მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
კატეგორია:
ტრანსპორტი
განცხადების ბოლო ვადა:
22.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3520 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
4 თვე
ფუნქციები:
- გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, ევროსაბჭოს და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT)/საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) წესების, დირექტივებისა და რეზოლუციების, დარგში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ს სერტიფიკატების მომზადება;
- განსაზღვრული სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების მომზადება, მათში ცვლილებების შეტანის ან გაუქმების უზრუნველყოფა;
- სერტიფიცირების სამმართველოს მიერ მომზადებული ECMT-ს სერტიფიკატებისა და განსაზღვრული სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების შესაბამის უწყებრივ რეესტრში რეგისტრაცია, ელექტრონულ პროგრამაში ატვირთვა, დაარქივება მატერიალურად / ელექტრონულად და მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე სააგენტოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულისათვის გადაცება სერვისის მიმღები პირებისათვის გაცემის მიზნით;
- სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმოებაში მიღებულ განცხადებებში, მათ შორის თანდართულ ინსპექტირების ცენტრების შესაბამისობის შეფასების ოქმებში და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშებში ხარვეზების აღმოჩენა და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;
- ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში კონსულტაციის გაწევა მომხმარებელთათვის;
- ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის ფირნიშის ბლანკების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამზადების ორგანიზებაში მონაწილეობა;
- ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოების ნუსხაში შეტანის და ნუსხიდან ამოღების უზრუნველყოფა;
- ტაქოგრაფების დაყენებაზე, შემოწმებაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებაზე სახელოსნოების დაშვების მოწმობების მომზადება და გაცემის უზრუნველყოფა. სახელოსნოების უწყებრივი რეესტრის წარმოება;
- ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოებისა და მექანიკოსების ნუსხის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დაინტერესებული პირებისათვის;
- ეროვნული გადამზიდველების მიერ ECMT-ს სერტიფიკატების, განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობების, გაყალბებისა ან არასწორად გამოყენების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისა, ან ადგილობრივი უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოებისაგან ინფორმაციის მიღებისას მისი განხილვა და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების მიწოდება დამრღვევ პირზე გაცემული დოკუმენტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების და შემდგომში მასზე ახალი დოკუმენტების გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ;
- დარგში სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
- მოქმედი რეგლამენტის მოთხოვნათა ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოების მიერ ყოველწლიურად შესრულებული სამუშაოების მასალების მიღება და დაარქივება;
- ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- შეთანხმება „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ (ADR)“
- საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF-ის) მიერ შემუშავებული და გამოცემული სახელმძღვანელო „ECMT-ს მრავალმხრივი კვოტა“
- საქართველოს კანონი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“
- საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“
-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის ბრძანება №1-1/584 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“
- საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“
- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“
- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“
- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“.
- სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის 2023 წლის 24 იანვარს №01/11 განკარგულება „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ვაჟა-ფშაველას გამზ. N16
საკონტაქტო ტელეფონები:
2365501 (232)
საკონტაქტო პირი:
თამარ სხულუხია
დამატებითი მოთხოვნები:
- სასურველია კანდიდატი იცნობდეს სახიფათო ტვირთების გადაზიდვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების ზოგად წესებს;
- სასურველია კანდიდატი ერკვეოდეს ტრანსპორტის რეგულირების სამართლებრივ საკითხებში;
- პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა;
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატების შერჩევის წესი:
- კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განაცხადი, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ,,http://www.vacancy.hr.gov.ge’’-ის საშუალებით;
- კონკურსში მონაწილოებას გააგრძელებს და გასაუბრების ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
- აუცილებელია განაცხადში სამუშაო გამოცდილებასთან ერთად შეავსოთ ინფორმაცია ფუნქცია- მოვალეობების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება;
- აუცილებელია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა;
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა. კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
