ტრაილერის მძღოლი
გამოქვეყნდა 27 ნოებოლო ვადა: 26 დეკ
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო რეჟიმი
- საველე
სრული აღწერა
შპს "ტრანსიბერია"- ტვირთების საერთაშორისო გადამზიდი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტრაილერის მძღოლის პოზიციაზე საერთაშორისო (ევროპის მიმართულებით) სახმელეთო გადაზიდვებისათვის.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
- საერთაშორისო გადაზიდვებისას საბაჟო გამსვლელ პუნქტებზე შესაბამისი დოკუმენტების წარმოება
- სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის მიმართ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა და პრობლემის აღმოფხვრა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
აუცილებელი მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა CE კატეგორიით
- ციფრული ტაქოგრაფის ბარათი
- კოდი 95 გაცემული სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ
- სატრანსპორტო საშუალების აგებულებისა და ტექნიკური მახასიათებლების კარგად ცოდნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
- მინიმუმ რუსული ენის ცოდნა. სხვა უცხო ენა ჩაითვლება უპირატესად.
პიროვნული თვისებები:
- თავაზიანობა
- დისციპლინირებულობა
- პუნქტუალურობა
- პასუხისმგებლობა
- კეთილსინდისიერება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (ავტობიოგრაფია) შესაბამის მისამართზე: info@transiberia.com.ge;
მადლობას გიხდით აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს.
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

