„Toy House“ ეძებს გუნდის ახალ წევრს — გაყიდვების კონსულტანტს
- ანაზღაურება
- 1 000+ ₾
- ქალაქი
- თბილისი
- ბენეფიტები
- 1000 ლარი + ბონუსები · სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაო გარემოს · მეგობრულ და თბილ გუნდს
სრული აღწერა
სათამაშოების მაღაზია „Toy House“ ეძებს გუნდის ახალ წევრს — გაყიდვების კონსულტანტს, რომელიც ჩვენთან ერთად სტაბილური და გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის არის განწყობილი!
თუ გიყვარს ბავშვები, ხარ ენერგიული, პოზიტიური და ეძებ გრძელვადიან სამუშაოს მეგობრულ გარემოში, ეს ვაკანსია ზუსტად შენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლებისთვის მეგობრული და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა სათამაშოების შერჩევაში;
პროდუქციის ვიზუალური მხარის, სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი თაროებზე;
მაღაზიაში საქონლის მიღება-განთავსებაში მონაწილეობა;
მომხმარებლისთვის საუკეთესო სავაჭრო გამოცდილების შექმნა.
მოთხოვნები:
ასაკი: 25 წლიდან ზემოთ;
მზაობა გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობისთვის;
სასურველია მსგავს პოზიციაზე (გაყიდვები / მომსახურება) მუშაობის გამოცდილება;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
კომუნიკაბელურობა, თბილი და მეგობრული მიდგომა მომხმარებლებთან (განსაკუთრებით პატარებთან);
გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსები;
სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაო გარემოს;
მეგობრულ და თბილ გუნდს.
როგორ უნდა გამოგვიგზავნოთ განაცხადი?
თუ გსურთ გახდეთ Toy House-ის გუნდის წევრი და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: [meladzenino529@gmail.com]
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- კატეგორია
- კონსულტანტი, მოლარე
- სამუშაოს ტიპი
- ადგილზე
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
