თმის სტილისტი
- ანაზღაურება
- 3 001–3 500 ₾ / თვე
- მისამართი
- თბილისი, თაქთაქიშვილის ქუჩა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სამუშაო დღეები · 10:00–20:00
- გამოცდილება
- 3 წელი
სრული აღწერა
✨ ვაკანსია — სტილისტ-ქოლორისტი
გსურს იმუშაო მეგობრულ და კომფორტულ გარემოში, პროფესიონალურ გუნდთან ერთად და განავითარო საკუთარი შესაძლებლობები პრემიუმ კლასის სილამაზის სალონში?
ვაკეში მდებარე პრემიუმ კლასის სილამაზის სალონი DEO ეძებს გამოცდილ და პროფესიონალ სტილისტ-ქოლორისტს გუნდში გასაწევრიანებლად!
ჩვენგან საჭირო იქნება:
- მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- თმის შეჭრისა და შეღებვის სხვადასხვა ტექნიკის პროფესიონალურ დონეზე ფლობა;
- საქმის სიყვარული, პასუხისმგებლობა და პროფესიული განვითარების სურვილი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო საათები: 10:00–20:00;
- დასვენება: კვირაში 2–3 დღე;
- ანაზღაურება: 2 500–3 000 ლარიდან.
თუ ხარ გამოცდილი სტილისტ-ქოლორისტი, გიყვარს შენი პროფესია და გსურს იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, ესთეტიკა და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანია, შემოგვიერთდი!
📩 გამოგვიგზავნე CV ფოტოსურათთან და შესრულებული ნამუშევრების ფოტოებთან ერთად: deotbilisi.hr@gmail.com
DEO — შენი პროფესიონალიზმი ჩვენი გუნდის ნაწილია!
პროფესია: თმის სტილისტი
სამუშაო ადგილი: თაქთაქიშვილის ქუჩა
ვაკანსიების რაოდენობა: 3
ხელფასი: 3000+
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 3 წელი
ენები: ქართული (საშუალოდ), ინგლისური (საბაზისოდ), რუსული (საშუალოდ)
უნარები: კომუნიკაცია, დარგობრივი ცოდნის გამოყენება, თანამშრომლობა, ანალიზი, კეთილსინდისიერება, შედეგზე ორიენტაცია, ცვლილებებთან ადაპტაცია, სოციალური კავშირების დამყარება, სტრესის მიმართ გამძლეობა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
