TikTok კონტენტ მენეჯერი
- მთავარი მოთხოვნა
- კონტენტ მენეჯერობის გამოცდილება TikTok ვიდეოების მომზადებაში
სრული აღწერა
"Studio 9:16" ეძებს TikTok კონტენტ მენეჯერს.
"Studio 9:16" არის ორგანული და ვერტიკალური ვიდეო კონტენტის აუთსორს სტუდია, რომელიც "საქართველოს ბანკის", "ალდაგის", "გალფის" (Gulf), "ბოლტ ფუდის" (Bolt Food), "ალტასა" და სხვა მრავალი ბრენდისთვის ქმნის კონტენტს.
თუ ვიდეო კონტენტის შექმნაში დიდი გამოცდილება დაგიგროვდა და გჯერა, რომ მოკლე ფორმატის ორგანული ვიდეო კონტენტის შექმნაც და მისი გავირუსებაც წარმატებით გამოგივა, მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა. კონტენტ გუნდთან ერთად შენ შექმნი ვირუსულ ვიდეოებს და უწყვეტ რეჟიმში დააკვირდები რამდენად ბევრი ადამიანი ნახავს მათ.
თუ შენთვის 9:16 ფორმატი ბუნებრივი გარემოა, გესმის როგორ მუშაობს ვირუსული ჰუკი (Hook) და შეგიძლია სცენარი დაწერო ისე, რომ პირველივე წამიდან ეკრანზე დინამიკა იგრძნობოდეს — ეს პოზიცია შენთვისაა.
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
რას გთავაზობთ:
- ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით (NET): 2000-3500
- მუშაობას ბაზრის ლიდერ ბრენდებთან და სწრაფად მზარდ შემოქმედებით ინდუსტრიაში.
რას გააკეთებ შენ:
- ბრიფის მიხედვით, თითოეული ვიდეოს იდეის და სკრიპტის მოფიქრება და გაწერა
- პროექტ მენეჯერთან ერთად კონტენტის შექმნისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა (ლოკაცია, ადამიანები, რეკვიზიტები).
- ბრეინსტორმინგებში აქტიური მონაწილეობა.
- გადაღების დროს ლოკაციაზე ყოფნა და გადაღების მეთვალყურეობა.
- მემონტაჟისთვის/გრაფიკოსისთვის მონტაჟის გაიდლაინის შექმნა და ყველა საჭირო ფაილის მიწოდება
დამონტაჟებული ვიდეოების გადამოწმება და საჭიროების მიხედვით უკუკავშირის დაბრუნება.
რა მოგეთხოვება:
- აუცილებელია კონტენტ მენეჯერობის გამოცდილება TikTok ვიდეოების მომზადებაში.
- TikTok-ის ტრენდებისა და სპეციფიკის კარგი ცოდნა.
- მუდმივი ზრუნვა ჩამოყალიბებული მიმართულებების განვითარებაზე: როგორც იდეური, ისე კონცეპტუალური.
- თასქ მენეჯმენტ აპლიკაციებთან მეგობრობა (Asana/Slack).
- საბაზისო ცოდნა ვიდეო მარკეტინგის მიმართულები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ფორმა: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
