Tik-Tok კონტენტის შემქმნელი
გამოქვეყნდა 14 ოქტბოლო ვადა: 14 ნოე
სრული აღწერა
"COSMO" ეძებს Junior-to-early mid level Tik-Tok კონტენტის შემქმნელს.
ვინ ვართ და რატომ უნდა შემოგვვიერთდე?
თუ "შენ" - "შენ" ხარ, თავადაც გეცოდინება ვინ ვართ და რატომ უნდა შემოგვიერთდე.
ხოლო რა გვინდა ჩვენ - შენგან, ამას მოგიყვებით:
- თუ გიყვარს და გაინტერესებს მოდა, აქსესუარები და ხელნაკეთი ნივთები.
- შესაბამისად, თუ გიყვარს და გაინტერესებს მოდასთან დაკავშირებული მარკეტინგი და კონტენტის შექმნა.
- თუ გაქვს ფოტო/ვიდეო გადაღების გამოცდილება და უნარები;
- საინტერესო ვიზუალური ხედვა;
- კრეატიული გონება და გუნდში მუშაობის უნარები.
მაშინ შეიძლება შენ გეძებთ. ხოლო თუ შენ ხარ ის, ვისაც ვეძებთ, მაშინ შენც გვეძებ (სულ რომ არ იცოდე, მაინც.)
თუ შემოუერთდები, კოსმოს ახალ-ჩამოყალიბებულ მარკეტინგის გუნდს და გაიზიარებ ჩვენს გეგმებსა და სულისკვეთებას, მაშინ, შენ მოგიწევს :
- ყოველთვიურად შექმნა კოსმოს Tik-Tok გვერდის საკომუნიკაციო გეგმა.
- უზრუნველყო გეგმის აღსრულება, კონტენტის გადაღება/შექმნა ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით.
- მარკეტინგის გუნდთან ერთად, შექმნა Cosmo-ს უნიკალური ვიზუალური კონტენტის სტილი.
- შექმნა ქოფი შენი კონტენტისთვის.
- მიადევნო თვალი საერთაშორისო და ლოკალურ მოდისა და აქსესუარების ტრენდებს (თუმცა ამას ალბათ ისედაც აკეთებ).
- ჩვენთან ერთად გაზარდო კოსმოს ბრენდი.
რას გთავაზობთ?
- კონკურენტულ ანაზღაურებას.
- განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების/უნარების გაუმჯობესებისათვის იდეალურ გარემოს.
- მეგობრულ გუნდს (მართლა).
- სრული განაკვეთის როლს.
- Fitpass-ს.
- შიდა ფასდაკლებებს.
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე/CV გამოგვიგზავნეთ მისამართზე: marketing@cosmo.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
