თიბისის სტაჟირების პროგრამა - სამშენებლო რისკების პრევენცია
სრული აღწერა
თიბისის სტაჟირების პროგრამა - სამშენებლო რისკების პრევენცია და კონტროლი.
თიბისის სტაჟირების პროგრამა დაიწყო - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!
ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული, II კურსელი (სამწლიანი პროგრამა)
ფორმატი: ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 14 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტომბერი
შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკემბერი
სტაჟირების დასაწყისი: 2027 წლის იანვარი.
გაეცანი რეალურ სამშენებლო პროექტებს და ისწავლე მათი რისკების შეფასება.
ჩვენი გუნდი მუშაობს მრავალფეროვან სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. გუნდი აფასებს პროექტის ბიუჯეტს, ვადებსა და ტექნიკურ დოკუმენტაციას, აკვირდება სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას და ამოწმებს მათ შესაბამისობას დამტკიცებულ პროექტთან. ობიექტებზე ვიზიტებისა და დეტალური ანალიზის საფუძველზე გუნდი განსაზღვრავს შესაძლო რისკებს და ამზადებს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
ვის ვეძებთ?
ვეძებთ ანალიტიკურ და დეტალებზე ორიენტირებულ სტუდენტს, რომელსაც სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები აინტერესებს და რეალურ სამუშაო პროცესში ჩართვა სურს.
რას გააკეთებ?
- ჩაერთვები სამშენებლო პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის, ხარჯთაღრიცხვისა და სამუშაო გრაფიკის შესწავლაში;
- გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტებსა და სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგში;
- დაეხმარები გუნდს შესრულებული სამუშაოების, პროექტის ვადებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის დამუშავებაში;
- მონაწილეობას მიიღებ მონიტორინგის ანგარიშებისა და სამუშაო მასალების მომზადებაში.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?
- ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- ხარ სამშენებლო, არქიტექტურის ან სხვა დაკავშირებული მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- გაქვს ანალიტიკური უნარები;
- გამოირჩევი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით და დეტალებზე ორიენტირებულობით;
- გაქვს სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია;
- უპირატესობად ჩაითვლება GPA 3+.
მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: თიბისის სტაჟირების პროგრამა თიბისის სტაჟირების პროგრამა
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

