თიბისის სტაჟირების პროგრამა - გარემოს დაცვის, სოც. საკითხები
სრული აღწერა
თიბისის სტაჟირების პროგრამა - გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის (ESG) საკითხები.
თიბისის სტაჟირების პროგრამა დაიწყო - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!
ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული, II კურსელი (სამწლიანი პროგრამა)
ფორმატი: ჰიბრიდული/ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 14 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტომბერი
შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკემბერი
სტაჟირების დასაწყისი: 2027 წლის იანვარი
თუ გინდა, შენმა საქმემ ბიზნესთან ერთად ადამიანებსა და გარემოზეც პოზიტიურად იმოქმედოს, გაიცანი ESG.
ჩვენი გუნდი თიბისი ჯგუფში გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის მიმართულებებს აძლიერებს. ვმუშაობთ პროექტებზე, რომლებიც გარემოსა და საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენის შექმნას ემსახურება — ცნობიერების ამაღლებიდან ღონისძიებებსა და სხვადასხვა ინიციატივამდე. ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლებზე, მომხმარებლებზე, გარემოსა და საზოგადოებაზე, ვქმნით მდგრადობას და ამ პროცესით ვაძლიერებთ თიბისის.
ვის ვეძებთ?
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც გარემოს დაცვა, სოციალური ინიციატივები და მდგრადი განვითარება აინტერესებს, კარგად წერს და მნიშვნელოვანი იდეების სხვადასხვა აუდიტორიამდე მიტანა შეუძლია.
რას გააკეთებ?
- მოამზადებ მასალებს ESG პროექტების მარკეტინგული კომუნიკაციებისთვის;
- დაეხმარები გუნდს ESG ინიციატივების შექმნაში შიდა და გარე აუდიტორიისთვის;
- მოამზადებ ტექსტურ მასალებს — სტატიებს, პოსტებსა და პრეზენტაციებს;
- მონაწილეობას მიიღებ შიდა და გარე ღონისძიებების ორგანიზებაში;
- ითანამშრომლებ სხვა გუნდებთან ერთობლივი პროექტების ფარგლებში.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?
- ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მიმართულებით;
- გაინტერესებს გარემოს დაცვის საკითხები, სოციალური ინიციატივები და მდგრადი განვითარების (ESG) თემატიკა.
მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: თიბისის სტაჟირების პროგრამა თიბისის სტაჟირების პროგრამა
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს : განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

