თიბისის სტაჟირების პროგრამა - Concept, WM ფინანსების მართვა
სრული აღწერა
თიბისის სტაჟირების პროგრამა - Concept, WM და მცირე და საშუალო ბიზნესების ფინანსების მართვა.
თიბისის სტაჟირების პროგრამა დაიწყო - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!
ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული, II კურსელი (სამწლიანი პროგრამა)
ფორმატი: ჰიბრიდული/ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 14 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტომბერი
შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკემბერი
სტაჟირების დასაწყისი: 2027 წლის იანვარი
Მცირე და საშუალო ბიზნესების ფინანსების მართვა:
ჩვენ ვმუშაობთ ვმუშაობთ ფასდადებასა და მომგებიანობაზე, ვამზადებთ სტრატეგიებსა და ბიუჯეტებს, ვმართავთ ფილიალების ქსელის გეგმებს და ვაანალიზებთ ბაზარს. ვმუშაობთ ფასდადებასა და მომგებიანობაზე და ვგეგმავთ, როგორ გაიზარდოს ბიზნესის შედეგები და ბანკის ეფექტურობა.
Concept და WM სეგმენტების ფინანსების მართვა:
ჩვენი გუნდი Concept (მაღალშემოსავლიანი) და WM - Wealth Management (დაგროვილი კაპიტალის) სეგმენტების ფინანსების დაგეგმვასა და ანალიზზე მუშაობს. ვგეგმავთ ბიუჯეტებს, ვაანალიზებთ ბიზნესის შედეგებს, ვმუშაობთ ფილიალების ქსელის გეგმებზე და ვეძებთ ზრდისა და ეფექტურობის გაუმჯობესების შესაძლებლობებს.
რას გააკეთებ?
- ჩაერთვები ფინანსური დაგეგმვის პროცესსა და სეგმენტების ფინანსურ/კომერციულ ანალიზში
- იმუშავებ ფილიალების ქსელის გეგმებსა და ფრონტის სამოტივაციო/საბონუსე სისტემებზე;
- მოამზადებ ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის რეპორტებს;
- ჩაერთვები აქცია-კამპანიების დაგეგმვასა და აღსრულებაში.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?
- ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- სწავლობ ან დასრულებული გაქვს ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულება;
- გაქვს ანალიტიკური უნარები და ფინანსების მიმართულებით განვითარების ინტერესი;
- შენს მომავალ კარიერას ფინანსებს უკავშირებ;
- უპირატესობად ჩაითვლება GPA 3+.
- შერჩევის პროცესში ამ მიმართულებისთვის დამატებით შეგიმოწმებთ Excel-ის ცოდნას პრაქტიკული დავალებით.
მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: თიბისის სტაჟირების პროგრამა თიბისის სტაჟირების პროგრამა
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

