თიბისის სტაჟირების პროგრამა - AI ინჟინერია
- სამუშაო გრაფიკი
- /Work Schedule: მოქნილი გრაფიკი
სრული აღწერა
•
- სტაჟირება
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: მოქნილი გრაფიკი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank www.tbcbank.ge — ბმულის გახსნა
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank www.tbcbank.ge — ბმულის გახსნა
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – form.jotform.me — ბმულის გახსნა
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – app.safecall.co.uk — ბმულის გახსნა
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება tbcbank.ge — ბმულის გახსნა
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
თიბისის სტაჟირების პროგრამა - AI ინჟინერია
თიბისის სტაჟირების პროგრამა დაიწყო - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!
ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული, II კურსელი (სამწლიანი პროგრამა)
ფორმატი: ჰიბრიდული/ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 14 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტომბერი
შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკემბერი
სტაჟირების დასაწყისი: 2027 წლის იანვარი
შენ შეგიძლია შექმნა AI, რომელსაც ყოველდღე ათასობით ადამიანი ესაუბრება.
ჩვენი გუნდი ქმნის და ავითარებს თიბისის მომხმარებელზე ორიენტირებულ AI ჩატბოტსა და ხმოვან ასისტენტს. ვმუშაობთ თანამედროვე AI ტექნოლოგიებზე, მათ შორის აგენტურ არქიტექტურებზე, LangGraph-სა და MCP-ზე (Model Context Protocol), ასევე ხმის ტექნოლოგიებზე - Speech-to-Text და Text-to-Speech, ვაშენებთ და ვაუმჯობესებთ დიალოგურ სისტემებს და ვახორციელებთ მოდელების სისტემატურ შეფასებას.
თუ გაინტერესებს, როგორ შეიძლება AI რეალურ პროდუქტად და მომხმარებლისთვის სასარგებლო გამოცდილებად იქცეს, ეს მიმართულება შენთვისაა.
ვის ვეძებთ?
ვეძებთ AI ტექნოლოგიებით დაინტერესებულ, ცნობისმოყვარე სტუდენტს, რომელიც გუნდთან ერთად ჩაერთვება AI ჩატბოტისა და ხმოვანი ასისტენტის განვითარებასა და გაუმჯობესებაში.
რას გააკეთებ?
- დაეხმარები გუნდს აგენტური (agentic) არქიტექტურის კომპონენტების დახვეწასა და ტესტირებაში, მათ შორის LangGraph-ისა და MCP-ის გამოყენებით
- ჩაერთვები LLM-ზე დაფუძნებული სისტემების შეფასების (evaluation) პროცესში - შეიმუშავებ შეფასების მიდგომებს და გააანალიზებ შედეგებს
- გაეცნობი, როგორ მოწმდება AI მოდელების პასუხების ხარისხი, სისწორე და უსაფრთხოება
- იმუშავებ ხმის ტექნოლოგიებზე - Speech-to-Text (STT) და Text-to-Speech (TTS)
- იმუშავებ პრომფტების ოპტიმიზაციაზე, დიალოგური სცენარების ტესტირებასა და ხარვეზების იდენტიფიცირებაზე
- ითანამშრომლებ სხვადასხვა ბიზნეს და ტექნიკურ გუნდთან და გაიღრმავებ ცოდნას AI ეკოსისტემის შესახებ.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?
- ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
- გაქვს LLM-ებთან (მაგ. OpenAI, Anthropic Claude ან სხვა) მუშაობის საბაზისო ცოდნა
- იცნობ აგენტური (agentic) სისტემების არქიტექტურას და ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა LangGraph ან MCP
- გაქვს ზოგადი წარმოდგენა LLM/AI სისტემების შეფასების (evaluation) მიდგომებზე
- გაინტერესებს ხმის ტექნოლოგიები - Speech-to-Text და Text-to-Speech
- დამატებით, ამ მიმართულებით დაგჭირდება Python-ისა და SQL-ის საბაზისო დონეზე ცოდნა
მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: თიბისის სტაჟირების პროგრამა თიბისის სტაჟირების პროგრამა
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
