ტენდერების მენეჯერი
გამოქვეყნდა 30 სექბოლო ვადა: 30 ოქტ
- ანაზღაურება
- 2 000–2 500 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00 - 19:00
- მისამართი
- ა. ბელიაშვილის ქუჩა, იმერეთის მხარე
- მთავარი მოთხოვნა
- 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო და კომერციულ ტენდერებში მონაწილეობის მიმართულებით
სრული აღწერა
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია ტენდერების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი პირობები:
- ადგილმდებარეობა: ბელიაშვილის 70
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ
- ანაზღაურება: 2000-2500 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები + ბონუსი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმიისტრირების, ან ფინანსების მიმართულებით
- აუცილებელია 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო და კომერციულ ტენდერებში მონაწილეობის მიმართულებით
- აუცილებელია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ძირითადი კომერციული სატენდერო პლატფორმების მუშაობის პრინციპების და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის სრულყოფილი ცოდნა.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგ სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
- აუცულებელია Excel-ის Advanced დონეზე ფლობა
- აუცილებელია სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
ძირითადი მოვალეობები:
- სახელმწიფო და კომერციულ ელექტრონულ პლატფორმებზე ტენდერების მუდმივი მონიტორინგი და ძიება
- სატენდერო დოკუმენტაციის, ფასწარმოქმნის წესებისა და ტექნიკური დავალებების დეტალური შესწავლა.
- სატენდერო წინადადებების სრული პაკეტის მომზადება, ატვირთვა და წარდგენა
- ფასების ფორმირების პროცესში შესაბამის დეპარტამენტებთან აქტიური კოორდინაცია კონკურენტუნარიანი წინადადების მოსამზადებლად
- ელექტრონულ ვაჭრობებში უშუალო მონაწილეობა
- ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, დამკვეთთან კომუნიკაცია ხელშეკრულების გაფორმებამდე და შიდა გუნდისთვის პროექტის დეტალების გადაბარება.
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 30 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა
- პირისპირ გასაუბრება
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ტრანსპორტერი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ტენდერების მენეჯერი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

